USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. ალიანსის წევრ-ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდა მოუწევთ“
дата:  1210

ბრიტანულ გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 10 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. ალიანსის წევრ-ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდა მოუწევთ“ (ავტორი - დენ საბაჰი). პუბლიკაციაში განხილულია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გენერალური მდივნის მარკ რიუტეს მიერ ლონდონში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები ნატოს სამომავლო პერსპექტივის შესახებ, რუსეთის აგრესიული მოქმედების შესაკავებლად.

გთავაზობთ სტატიის  შემოკლებულ ვარიანტს:

ნატოს გენერალურ მდივანის განცხადებით, ხუთი წლის შემდეგ რუსეთი მზად იქნება ნატოზე თავდასხმისათვის, შესაბამისად, მიმდინარე თვიდან ალიანსის ლიდერებმა სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე უნდა გაზარდონ, კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად.

მარკ რიუტემ ლონდონში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატოსათვის აუცილებელია „ხარისხობრივი ნახტომი კოლექტიურ თავდაცვაში“, რომელიც ნიშნავს სრულყოფილ გადაიარაღებას სულ უფრო მზარდი მილიტარიზებული რუსეთის შესაკავებლად. სრულყოფილ გადარაიაღებაში იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ხუთმაგი გადიდება, დამატებით ათასი ტანკისა და მილიონობით საარტილერიო ჭურვის წარმოება - იმისათვის, რომ ნატოს ქვეყნები დაეწიონ რუსეთის მრეწველობის შესაძლებლობებს.

ჩეთემ-ჰაუსში გამოსვლისას - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის შემდეგ - მარკ რიუტემ ზემოთხსენებული განცხადება გააკეთა ჰააგაში ალიანსის მომავალი სამიტის მზადების ფონზე, რომლის დროსაც უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერები დათანხმდებიან თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯონ. 5%-დან 3,5% უშუალოდ სამხედრო ხარჯების ზრდას მოხმარდება.

‘საფრთხე არ გაქრება მაშინაც კი, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება“, - ხაზი გაუსვა მარკ რიუტემ და აღნიშნა, რომ კრემლი მილიტარიზებას გააგრძელებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინასთან მშვიდობაზე დათანხმდება.

ალიანსის გენერალური მდივნის ასეთმა განცხადებამ მოსკოვის დაუყონებლივი რეაქცია გამოიწვია: კრემლის პრეს-მდვანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ნატო თავისი გეგმებით საკუთარი არსისს დემონსტრაციას ახდენს - როგორც აგრესიისა და კონფრონტაციის საშუალებას“.

დასავლელი სამხედრო სტრატეგები ვარაუდობენ, რომ რუსეთი შეეცდება აქტიური და გამოცდილი არმიის შენარჩუნებას 600 ათასი მეომრით. კრემლი სამხედრო ხარჯებისათვის ფულს არ დაიშურებს და თავდაცვის დონის შენარჩუნებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-ს დახარჯავს.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მარკ რიუტე ეწვია ქვეყნის მთავრობის მიერ ნაციონალიზებულ ფოლადსასხმელ საწარმოს „შეფილდ ფუჯმასტერსს“ (Sheffield Forgemasters - შეფილდელი მჭედლები“), რომელიც ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ფლობს და რომელშიც ატომური წყალქვეშა ნავების რთული კომპონენტები მზადდება მაღალხარისხოვანი ფოლადით.

მარკ რიუტე, ნიდერლანდების ყოფლი პრემიერ-მინისტრი და ნატოს ამჟამინდელი გენმდივანი, პოპულარიზებას უწევს ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების გადიდებას უშუალოდ თავდაცვისათვის (იარაღის წარმოებისათვის) მშპ-ის 3,5%-ით 2035 წლისათვის, აგრეთვე ხარჯების მატებას 1,5%-ით, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც მოსალოდნელია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მხარს დაუჭერს და ხელს მოაწერს ამ გეგმას, რომელსაც ჰააგის სამიტზე ოფიციალურად დაამტკიცებენ. გეგმა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას მხარი დაუჭიროს - დონალდ ტრამპი დაბეჯითებით ითხოვს ალიანსის წევრებისაგან ხარჯების 5%-მდე გადიდებას.

მარკ რიუტე არაფერს არ ამბობს ამ მიზნის მიღწევის კონკრეტულ ვადებზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისევ დაუბრუნდება (თუმცა თავდაპირველად გენმდივანი 2032 წელს ასახელებდა). ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, ბიუჯეტის 5%-იან ხარჯებს 2035 წლისათვის გეგმავს. „განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გენმდივანმა.

ასაბუთებდა რა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას, მარკ რიუტემ აღნიშნა, რომ ნატოსთვის „ჰაერივით არის საჭირო“ ჰაერსაწინააღმდეგო და ანტირაკეტული დაცვის გაზრდა 400%-ით, რათა უსაფრთხოება საიმედოდ იყოს უზრუნველყოფილი. „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ თესავს შიშს და უბედურებას უკრაინაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ზეცის დამცავი ფარი“, - ხაზი გაუსვა მარკ რიუტემ.

ასევე გადაუდებელია იარაღის რეზერვების შევსების ამოცანა, რომელიც 1990-იან და მომდევნო წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ძალიან შემცირდა და რაც დარჩა, ისიც უკრაინას გადაეცა ომის დაწყების დროიდან. ფაქტიურად, ნატოს წევრი ქვეყნების არსენალი დასაშვებ მინიმუმამდეა შემცირებული, ზოგიერთს კი მინიმუმიც აღარ აქვს.

„ჩვენს არმიებს ასევე ესაჭიროებათ ათასობით ჯავშანტექნიკა - ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ტანკები, ჯავშანტრანპორტიორები... ჭირდებათ მილიონობით საარტილერიო ჭურვი... უნდა გავაუმჯობესოთ ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა მარკ რიუტემ.

თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ საფრთხე გადაჭარბებულია და ნატოს ქვეყნების სამხედრო ხარჯების ზრდა რიგითი მოქალაქეების ზურგზე გადაივლის. „საქმე ეხება იმას, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული რაღაც არარსებული, ილუზიური საფრთხის გასანეიტრალებლად დაიხარჯება, რომელიც ვითომდა „რუსეთიდან მოდის“. ეს სხვა არაფერია, თუ არა „ეფემერული საფრთხე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მოსალოდნელია, რომ მარკ რიუტე მხარს დაუჭერს დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას - დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი „საფრთხეების ახალი ეპოქის“ წინაშე დადგა და რომ რუსეთის შესაკავებლად გაერთიანებული სამეფო, კირ სტარმერის თქმით, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს“.

გასულ კვირაში ექსპერტთა ჯგუფის სამი წევრიდან ერთ-ერთმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სფეროს ანალიზს აკეთებს - საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ ლონდონმა აუცილებელია გააცნობიეროს: რუსეთი თვლის, რომ დიდ ბრიტანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო აშშ, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, საიმედო მოკავშირედ უკვე ვერარ ჩაითვლება. „ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს“, - ხაზი გაუსვა ფიონა ჰილმა „გარდიანთან“ საუბრის დროს.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати