USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?“
თარიღი:  347

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი - ქრისტოფერ კონდუელი). მასში განხილულია უკრაინის ომის პერსპექტივისა და კიევისადმი დახმარების საკითხი აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების დასრულების შემდეგ - კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობის შემთხვევაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის ამჟამად ყველა ომი ორ ფრონტზე მიმდინარეობს: პირველი სადღაც გარეთ - სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ახლო აღმოსავლეთში, მეორე - უფრო ახლოს, შიგნით, ვაშინგტონში, პოლიტიკური ბრძოლების სახით. რასაკვირველია, დღეისათვის შინა ომს უფრო მეტი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარეშეს. ეს ეხება ევროპასაც. ჯო ბაიდენის წასვლით აშშ-ის ინტერესი ევროპისა და უკრაინის მიმართ შესუსტდება. ევროპელებს რუსეთის წინაშე მარტო დგომა მიუწევთ. ისინი ამისთვის უნდა მოემზადნონ.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა იყოს, უკრაინას კარგს არაფერს უქადის. იგი კიევს აფრთხილებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, უკრაინის ომს 24 საათსაც ვეღარ მოითმენს. დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსისათვის უკრაინის ომი შეცდომას წარმოადგენს, რომლისგანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ხელი უნდა დაიბანოს“. საკითხი, თუ ტერიტორიის რომელი ნაწილი დაუბრუნდება უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემაა და არა ამერიკისა, ამაზე მხოლოდ კიევმა უნდა იზრუნოს.

დემოკრატ კანდიდატს კამალა ჰარისს თიტქოსდა პროუკრაინული პოზიცია აქვს, მაგრამ იგი უკრაინის ბედზე სექტემბრიდან თითქმის არაფერს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, აშკარად იგრძნობა, რომ საკითხს თავს არიდებს. ამერიკელები უკრაინის ამბებს ძველებურად ემოციურად არ აღიქვამენ - იე როგორც 2022 წლის თებერვალ-მარტში, როცა რუსეთის არმია კიევის კარიბჭესთან იდგა, ხოლო აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსულ აგრესიას ქვეყნისათვის  „მთავარ საფრთხედ“ თვლიდა.

დღეს სხვა სიტუაციაა: Pew Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ამჟამად ამერიკელების ორი მესამედმა უკრაინისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და კიევს მხარს ძველებურად მტკიცედ აღარ უჭერს. ორი კვირის წინათ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომებს უფრო იწონებენ (59%), ვიდრე კამალა ჰარისის პოზიციას (39%). გარდა ამისა, ამერიკა არ გეგმავს ნატოს წევრად უკრაინის მიღებას - უხლოეს ხანში კიევის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, დემოკრატები უფრო მეტი პროუკრაინულად არის განწყობილი, ვიდრე რესპუბლიკელები. ჯო ბაიდენმა, როცა იგი მარტში მოხსენებით გამოვიდა კონგრესის წინაშე, საკუთარი თავი ფრანკლინ რუზველტს შეადარა, როცა „ჰიტლერი უძლეველად ითვლებოდა“. ჯო ბაიდენი აშკარად ტრაბახობდა და ამბობდა, რომ მის წინაშე მდგარი პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე რუზველტისათვის. დღეს, 2024 წელს, რუსეთი ბევრად უფრო საშიშია ამერიკისათვის, ვიდრე გერმანია ამერიკისათვის 1941 წელს. დღევანდელი ვლადიმერ პუტინი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი 84 წლის წინათ.

რესპუბლიკელებისთვის უკრაინისათვის ბრძოლა საერთოეროვნულიდან სულ უფრო პარტიული ხდება. ისინი დემოკრატებთან შედარებით ნაკლებად პროუკრაინელები არიან. კიევის მხარდამჭერი ნეოკონსერვატორები, მაგალითად, ლინდსი გრემი და სხვები, თავიანთ გავლენას კარგავენ. ვოლოდიმირ ზელენსკის რესპუბლიკელებში მომხრეები უმცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარება თანდათან სულ უფრო მძიმე ტვირთი ხდება. ვის ეხმარება ამერიკა? კატასტროფულად კორუმპირებულ სახელმწიფოს, რომელსაც დასავლეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. დასავლეთი სპეციალურად ბერავს რუსეთის დანაკარგებს, მაგრამ ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობს უკრაინის დანაკარგებზე. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ამბობს, რომ კრემლი რუს ჯარისკაცებს ხორცსაკეპში იძულებით გზავნისო, მაგრამ ჩუმად არის უკრაინის მთავრობის მიმართ, რომელიც იგივეს აკეთებს  უფრო უარესი მეთოდებით

უკრაინა დასავლეთისაგან, განსაკუთრებით აშშ-სგან მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს, მაგალითად, შორი რადიუსის „ტომაჰავკის“ რაკეტებს, რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტებისათვის დარტყმების მისაყენებლად

პრობლემა მხოლოდ რაკეტების მიცემაში არ გამოიხატება. საქმ იმაშია, რომ უკრაინას არ შეუძლია შორსი მოქმდების რაკეტების დამოუკიდებლად გაშვება. მათთვის აუცილებელია დასავლური რადიოლოკაციური სადგურები და დამიზნების საშუალებები. შესაბამისად, მათი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ომში ჩაბმას ნიშნავს, რაც ძალზე სახიფათო პერსპექტივის მომტანია.

ნათელი ხდება, რომ საპრეზიდენტო რბოლის დასრულების ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომი სულ უფრო მუქ ფერებში მოჩანს. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, ის გადაულახავი საშინაო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რომელიც კიევისადმი დახმარების შემცირებას გულისხმობს. კამალა ჰარისის გუნდში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რამდენიმე ვეტერანი ჩინოვნიკი მუშაობს, რაც ნიშანდობლივია: ათი წლის წინ ბარაკ ობამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შესუსტებაში - თეთრმა სახლმა თავი შეიკავა იარაღის მიწოდებაზე უკრაინისათვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც რეგიონში ძირითადად მშვიდობა სუფევდა - არა იმიტომ, რომ იგი თავისი გავლენით სარგებლობდა (რითაც ახლა ტრაბახობს), არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი მაშინდელი ადმინისტრაცია მესიანობისაკენ არ იხრებოდა. ისტორია, ალბათ, თავისას მიუზღავს აშშ-ის ყველა ბოლოდროინდელ პრეზიდენტს, რომლებიც უკრაინის საკითხში უფრო მეტად პრაგმატიზმს ამჟღავნებდნენ, ვიდრე ქედმაღლობას.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/how-quickly-would-trump-wash-his-hands-of-ukraine/

 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.