USD 2.7070
EUR 3.1344
RUB 3.3058
თბილისი
«The Spectator» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა“
თარიღი:  246

 „დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერს მარინ ლე პენს, რომელიც ფრანგულმა სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ფარული წაქეზებით დასაჯა და საფრანგეთის მეთაურის პოსტისათვის ბრძოლას ჩამოაშორა“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპმა, მარინ ლე პენის გამო, ემანუელ მაკრონთან ყოველგვარი კავშირები გაწყვიტა“ (ავტორი - მორტიმერ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას უმნიშვნელო შემოკლებით:

დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის რომანი, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად დასრულდა. ორი პრეზიდენტის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ გასულ კვირაში საკმაოდ ეფექტური ფინალი დადგა.

დონალდ ტრამპი: „თავისუფლება მარინ ლე პენს!“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავისი ოკეანისიქითა კოლეგის გადაწყვეტილების - ევროკავშირის ქვეყნების პროდუქციის აშშ-ში იმპორტზე ტარიფების 20%-იანი ზრდის გამო, ხმამაღლა განაცხადა: „სამომავლოდ ფრანგული ინვესტიციების ჩადება ამერიკის ეკონომიკაში შეჩერდება მანამდე, სანამ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან სიტუაცია დადებითად არ გადაწყდება“.

ემანუელ მაკრონის განცხადებიდან სამიოდე საათიც კი არ იყო გასული, რომ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში კომენტარი გაუკეთა ფრანგული სასამართლოს მიერ მარინ ლე პენისათვის გამოტანილ განაჩენს. აშშ-ის პრეზიდენტი თითქმის არ შეხებია რატომ და რისთვის დასაჯეს მარინ ლე პენი, რატომ აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა (იგი მაკრონის მეტოქე უნდა ყოფილიყო 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში) და „მთელი სული და გულით“ გადაუარ-გადმოურა საფრანგეთს და მის ლიდერს: „მარინ ლე პენის საქმე „კუდიანებზე ნადრობას“ ჰგავს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახშობენ სიტყვის თავისუფლებას ევროპელი მემარცხენეები თავიანთი კანონებით და ბლოკავენ პოლიტიკურ ოპონენტებს“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეადარა რა მარინ ლე პენის თავს დამტყდარი უბედურება ბოლო წლების საკუთარ პრობლემებს, დონალდ ტრამპმა გააგრძელა: „მე არ ვიცნობ მარინ ლე პენს, მაგრამ ვაფასებ მის ბეჯით მრავალწლიან სწრაფვას და პოლიტიკურ გამოცდილებას. მან ბევრი რამ გადაიტანა, ბევრი მუქარა მოითმინა, მაგრამ სულით არ დაცემულა... და ახლა როცა მისი ძალისხმევა დიდი გამარჯვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო, მას რაღაც ბრალდებას უყენებენ, რომლის შესახებაც, ალბათ, არაფერი არ იცოდა. ვფიქრობ, რომ მარინ ლე პენის მიმართ წაყენებული ბრალდება სინამდვილეში რაღაც საბუღალტრო შეცდომას წარმოადგენს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია საფრანგეთისათვის და დიდი ფრანგი ხალხისათვის“.

პოსტის ბოლოს დონალდ ტრამპმა დიდი ასოებით დაწერა: „თავისუფლება მარინ ლე პენს!“.

ჯეიმს ვენსი: „სირცხვილი ფრანგულ დემოკრატიას“

მაირ ლე პენის საარცევნო სიიდან ამოშლა დონალდ ტრამპის კომენტარები ამ ბოლო დღეებში ფრანგული პრესის მთავარი ახალი ამბავი გახდა - ისევე, როგორც ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვები, რომელიც მან ინტერვიუში თქვა: „[საფრანგეთის ხელმძღვანელობას] სურს მარინ ლე პენის საპყრობილეში ჩაგდება და საარჩევნო ბიულეტენიდან ამოშლა. იცით, ეს დემოკრატია არ არის“.

რასაკვირველია, ჯეი დი ვენსისათვის მსგავსი გამონათქვამები უცხო არ არის: ჯერ კიდევ თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იგი ისეთი სიტყვით გამოვიდა, რომ ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ შოკისაგან „კინაღამ სული განუტევა“ – „ევროპის კონტინენტზე ავტორიტარიზმის აჩრდილი დადისო“.

ცხადია, ემანუელ მაკრონი ოკეანისიქითა ქვეყნის ლიდერების კომენტარებმა პირდაპირ გააცოფა. არადა, ისიც უნდა ითქვას, რომ მარინ ლე პენისადმი გამოტანილმა განაჩენმა საფრანგეთი ორად გაჰყო: ფრანგების ერთი ნაწილი - ისევე როგორც დონალდ ტრამპი - მას უდანაშაულოდ თვლის და რეპრესიებს მსხვერპს უწოდებს, მეორენი კი აცხადებენ, რომ მემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა დამსახურებული სასჯელი მიიღო. გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ახლახანს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ფრანგების 49%-ს სურს მარინ ლე პენის მონაწილეობა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც 7%-ით მეტია ერთი თვის წინ ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის მაჩვენებლებზე.

დამოუკიდებელია თუ არა ფრანგული თემიდა?

ემანუელ მაკრონი იმ პოლიტიკურ ბანაკშია, რომელიც თვლის, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა: პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ საფრანგეთის სასამართლო სისტემა „დამოუკიდებელია“... მაგრამ მართლაც ასეა თუ არა სინამდვლეში?

გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, იურისტების ერთ-ერთმა  პროფკავშირმა, რომელსაც მოსამართლეთა 30%-ია გაერთიანებული, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდა ყველა მოსამართლეს, რომ მობილიზებულნი იყვნენ ხელისუფლებაში ულტრამემაჯვენეთა მოსვლის წინააღმდეგ“. აი, ასეთ თავისუფალი და დამოუკიდებელია ფრანგული თემიდა.

სწორედ ამიტომ ბევრმა მემარჯვენე ცენტრისტმა განაჩენის გამოტანის შემდეგ მხარი მარინ ლე პენს დაუჭირა. ლორან ვოკიემ, ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა პარტია „რესპუბლიკელებიდან“, განაჩენს „უპრეცედენტოს მკაცრი“ უწოდა. „დემოკრატიისათვის არცევნებში საკუტარი კანდიდატურის წარდგენის აკრძალვა ძალიან მავნე პრეცედენტია. პოლიტიკური საკითხები თვითონ ფრანგმა ხალხმა უნდა გადაჭრას არჩევნების შედეგად და არა მმართველმა ელიტამ“, - განაცხადა ლორან ვოკიემ.

შსს მინისტრი პრეზიდენტის წინააღმდეგ

ფრანგი „რესპუბლიკელების“ ლიდერს - ისევე როგორც მისი პარტიის სხვა წევრებს - კარგად ახსოვთ ფრანსუა ფიონის ბედი, რომლის საპრეზიდენტო კამპანიამ 2017 წელს კრახი განიცადა მემარცხენე ლიბერალურ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები მის მიერ ე.წ. „ჩადენილი დანააშაულობების“ თაობაზე. გარდა ამისა, გასულ თვეში სასამართლოს წინაშე წარსდგა კიდევ ერთი ცნობილი „რესპუბლიკელი“, ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც ბრალი დაედო 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში.

ინტერვიუში, რომელიც გასულ კვირას, ხუთშაბათს გამოქვეყნდა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეატიო, „რესპუბლიკური პარტიის წევრი და იმავდროულად ფრანსუა ფიონის მეგობარიც, ფაქტიურად ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ზემოთ მოკალათებულმა პირებმა სამართალს ბარიერის სახით კედელი შეუქმნეს, ისინი ასევე აკონტროლებენ „წითელ მოსამართლეებსაც“.

მემარჯვენეების განცხადებების პასუხად, რომ მარინ ლე პენი და სხვები მიკერძოებული სასამართლო სისტემის მსხვერპლს წარმოადგენსო, მემარცხენე ლიბერალები ამბობენ, რომ მემარჯვენეებს ხელები აქვთ გასვრილი ფინანსურ სკანდალებში და ამიტომ უმჯობესია, ჩუმად იყონო.

ამჟამად „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების წინაშე ერთი საკითხი დგას: როგორ ისარგებლონ საუკეთესო სახით მემარჯვენების წინააღმდეგ დაწყებული დევნით, რომელიც ამომრჩევლებში უკმაყოფილობას იწვევს? იგივე შეიძლება ითქვას დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის მიერ გამოხატულ მხარდაჭერის მიმართაც: განა უკეთესი არ იქნება, რომ ფრანგმა მემარჯვენეებმა, დონალდ ტრამპის მსგავსად, საფრანგეთის სასამართლო სისტემა დაამხონ?

ფრანგული მასმედია, რომლის უმეტესობა მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოდის, თვლის, რომ თავისი განაჩენის კრიტიკით მან უკვე არჩევანი გააკეთა: „იგი ტრამპიზმის გზაზე დადგა. მას ჰგონია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებისაგან გამორჩეულია და რომ სასამართლოსაგან გამორჩეულ დამოკიდებულებას იმსახურებს“, - აღნიშნულია ერთ-ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიაში.

სიმართლე ისაა, რომ მარინ ლე პენი იძულებული გახდა ამ გზას დადგომოდა ფრანგულ ელიტასთან ურთიერთობის გამო. ისინი არასოდეს არ მიიღებენ მემარჯვენე ლიდერს და მის ამომრჩეველს თავიანთ წრეში

ახლა, როცა დონალდ ტრამპის მთავარი ფრანგი მეგობრის ადგილი ვაკანტური გახდა, მარინ ლე პენი შეეცდება იგი ჩაანაცვლოს. მისი 11 მილიონი ამომრჩევლისათვის ამერიკელი პრეზიდენტი უფრო სასიამოვნო და კეთილია, ვიდრე საკუთარი.

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.