USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
The New York Times: რუსეთმა კურსკის ოლქში 50 000-მდე ჯარისკაცს მოუყარა თავი და უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეტევას გეგმავს
თარიღი:  517

რუსეთმა კურსკის ოლქში 50 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი და უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეტევას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ახალი შეფასების თანახმად, რუსეთმა ძალები, მათ შორის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, ისე შეაგროვა, რომ არ მოუწია თავისი ჯარისკაცების გაყვანა უკრაინის აღმოსავლეთიდან.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ელოდებიან თავდასხმას ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით.

შეერთებული შტატების სამხედრო და დაზვერვის ზოგიერთი წარმომადგენელი პესიმისტურად განწყობილია უკრაინის პერსპექტივების მიმართ და აღნიშნავს, რომ რუსეთი სტაბილურად იკავებს პოზიციებს, როგორც კურსკში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში.

ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინის მოულოდნელმა შეჭრამ კურსკში მისი ძალები შეასუსტა აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლის ველზე.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის