USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „უკრაინას ჯარისკაცები არ ჰყოფნის, არმიის სარდლობა და ქვეყნის ხელისუფლება პრობლემის წინაშე დგას, მოსახლეობაში კი უკმაყოფილების ნიშნები ჩანს“
თარიღი:  

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 12 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას ჯარისკაცები არ ჰყოფნის, არმიის სარდლობა და ქვეყნის ხელისუფლება პრობლემის წინაშე დგას, მოსახლეობაში კი უკმაყოფილების ნიშნები ჩანს“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბიუროს ხელმძღვანელი კიევში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან გაყინულ, ტალახიან ტრანშეებში, რომლებიც რუსების არტილერიის მიზანში აქვს ამოღებული, ან ქალაქის ქუჩებში ომობენ - დანგრეულ-აფეთქებული და დამწვარი შენობების ლაბირინთებში. უკრაინის არმიას ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი აქვს, ჯარისკაცებს სიკვდილის საფრთხე ყოველი მხრიდან ემუქრებათ.

იმ დროს, როცა არმიის იარაღითა და ტექნიკით მომარაგების საკითხი უფრო მეტად დასავლეთის კომპეტენციაშია, არმიის ცოცხალი ძალით შევსება შიდაპოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს. მობილიზაციაზე უკრაინაში დიდი ხანია მსჯელობენ და დაობენ, კანონპროექტი ვერზოვნა რადაში (პარლამენტში) პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა საკანონმდებლო აქტის რიგ დებულებებს ბევრი მოქალაქე მიუღებლად თვლის. მართალია, კიევის ქუჩებში აქა-იქ უკვე საპროტესტო აქციებიც იმართება, მაგრამ „ხალხის მსახურებს“ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

მობილიზაცია გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოსტიდან შეიარაღებული ძალების მთვარსარდალი ვალერი ზალუჟნი მოხსნა. საერთოდ, არმიაში დამატებითი ცოცხალი ძალის გაწვევაზე ლაპარაკი დიდი ხანია მიდიოდა, მაგრამ არც სამხედროს და არც სამოქალაქო ხელისუფლებას არც სურდა თავის ატკივება, რადგან ომის დროს ჯარის დამატებითი კონტინგენტით დაკომპლექტება მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობას იწვევს. არმიის სარდალი ზალუჟნი ცოცხალ ძალას ითხოვდა, პრეზიდენტი და მთავრობა კი თავს იკავებდნენ და გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდნენ. შესაბამისად, უკმაყოფილება მათ შორის მატულობდა.

სამხედროვალდებულ ახალგაზრდებს აშინებთ პოზიციური ბრძოლის მკაცრი რეალობა. სიკვდილი არავის არ სურს, მაგრამ ისინი მაინც იხოცებიან სარტილერიო ჭურვების აფეთქებით, უპილოტო დრონების შეტევით, სნაიპერების მიერ გასროლილი ტყვიით... რუსულმა ნაღმებმა ათასობით უკრაინელს ფეხები მოაწყვიტა და ინვალიდი გახადა. გაუსაძლის სიტუაციას ამძიმებს მღრღნელების შემოსევა ბლინდაჟებში და ტრანშეებში...

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტში ჯარში გაწვევის ასაკი შემცირებულია, რაც, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს უკრაინის არმიას ჯანმრთელი ჯარისკაცებით შეივსოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ყველაფერი სამომავლო გრძელვადიან საფრთხესთანაც არის დაკავშირებული - დემოგრაფიულ პრობლემასთან.

ისევე როგორც ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, უკრაინაშიც 20-წლიანი ასაკის მქონე ტაობა საკმაოდ მცირერიცხოვანია - მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში განვითარებული გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში შობადობის დონემ ძალიან მოიკლო. ამის გამო უკრაინაში ამჟამად 40-წლის ასაკის მქონე მოქალაქეები სამჯერ მეტია, ვიდრე 20 წლის ასაკის მქონენი.

თუ ფრონტზე აქტიურად იქნება გაწვეული 20 წლის ახალგაზრდები და თუ გავითვალისწინებთ მწარე რეალობას - მათი დაღუპვის დიდ ალბათობას, ამით კიდევ უფრო შემცირდება უკრაინელი ახალგაზრდების რაოდენობა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას.

ახალწვეულების მდგომარეობის გათვალისწინებით - მათთვის, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავთ და სურვილი აქვთ, რომ ჰყავდეთ (ფრონტზე სავარაუდო დაღუპვის შემდეგ), პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს იმ ჯარისკაცთა უსასყიდლოდ მომსახურებისათვის, რომლებსაც სპერმის გაყინვა უნდათ, რათა თუ ისინი ომიდან შინ აღარ დაბრუნდებიან, ცოლებმა და ქალმა-პარტნიორებმა მეუღლეებისა და შეყვარებულების სპერმით დაორსულება შეძლონ.

უკრაინის საკადრო რეზერვი მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამოც, რომ ქალები ომს გაურბიან (საზღვარგარეთ), მამაკაცები კი ფრონტზე წავიდნენ საბრძოლველად. დაირღვა ოჯახების წევრებს შორის სოციალური კავშირი.

უკრაინის არმიის ცოცხალი ძალით შევსება ძირითადად დასავლეთ უკრაინის რეგიონების მოსახლეობით ხდება, სადაც შედარებით უფრო მაღალია პატრიოტული განწყობის დონე, ვიდრე ქვეყანაში მთლიანად. მაგრამ მარჩენალი მამაკაცისა და მეუღლის დაღუპვა იქაც მტკივნეული აღმოჩნდა ბევრი ოჯახისათვის. ამას წინათ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობამ სამხედრო კომისარიატის მოქმედება გააპროტესტა, სიტუაცია თითქმის ფიზიკური ძალის გამოყენებამდე მივიდა. ეს ინციდენტი შეიძლება სამომავლო არასასიამოვნო მოვლენების მაუწყებელი იყოს.

რაც შეეხება ფრონტს... სამხედრო ანალიტიკოსები თითქმის ერთხმად თვლიან, უკრაინამ ამერიკული იარაღი მიმდინარე წელს რომც მიიღოს (რაც ძალიან საეჭვოა!), არმია უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ფრონტის ხაზის შენარჩუნებას შეძლებს (შეტევაზე ლაპარაკი ზედმეტია!), უარეს შემთხვევაში კი უკან დაიხევს. კიევი, რასაკვირველია, ყველანაირად ცდილობს, რომ სიმტკიცე აჩვენოს - ფრონტის ხაზზე თუ არა, მტრის ღრმა ზურგში მაინც მოწყობილი დივერსიებისა და დარტყმების სახით.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/02/11/world/europe/ukraine-soldier-draft.html

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის