USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“
дата:  665

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“ (ავტორი - კონსტან მეთი).

გთვაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინამ სამშაბათს დიდ წარმატებას მიაღწია, როცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო გემს „ნოვოჩერკასსკს“ რაკეტებით დაარტყა, თუმცა იმავდროულად უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე, თავის მხრივ, რუსეთმაც წარმატებას მიაღწია - უკრაინის არმიამ, მძიმე მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, ქალაქი მარიინკა დატოვა და უკან დაიხია.

ეს ორი მოვლენა ხაზს უსვამს ორი მებრძოლი მხარის ზამთრის სეზონის საომარი მოქმედებების განსხვავებას: უკრაინა ცდილობს შავ ზღვაზე წარმატებებს მიაღწიოს, ხოლო რუსეთი ხმელეთზე შეტევას ავითარებს, კიევის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ.

მართალია, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ „უკრაინის ტელემარათონში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის არმიას მთლიანად არ დაუტოვებია ქალაქი, მის ჩრდილოეთ ნაწილშია გამაგრებული და საერთოდ, მარიინკა, ბახმუტის მსგავსად, ნანგრევებად არის ქცეულიო, მაგრამ ქალაქის ბედი უკვე გადაწყვეტილია - მარიინკა რუსეთმა ტროფეის სახით უკვე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ზალუჟნიმ თავი იმართლა - „ჩვენ ჯარისკაცების სიცოცხლეს გავუფრთხილდით და უკან იმიტომ დავიხიეთო“, - ანუ მარცხი შედარებით შეამსუბუქა.

გენერლის ინტერვიუმდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსეთის სავი ზღვის ფლოტის ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს, რომელიც ყირიმში, ფეოდოსიის ნავსადგურში იდგა. რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა გემზე თავდასხმის ფაქტი, ოღონდ შელამაზებულად - ხომალდი კი არ „განადგურდა“, არამედ „დაზიანდა“.

უკრაინის დარტყმა რუსული ფლოტის დიდ სადესანტო გემზე და მისი განადგურება იმას მოასწავებს, რომ კიევი წარმატებით აგრძელებს შავი ზღვის აკვატორიიდან რუსული ფლოტის შევიწროვებას და და მისი ბაზების დისლოკაციის ადგილის შეცვლას ოკუპირებული ყირიმიდან. ფეოდოსიაზე უკრაინის დარტყმამ ცხადჰყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ფრონტიდან დიდ მანძილზე მოშორებითაც კი „თავს მშვიდად ვერ გრძნობენ“. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს და თავისი სამხედრო ფლოტი პრაქტიკულად უკვე აღარ ჰყავს, შეძლო კუნძულ ზმეინის გაკონტროლება, სევასტოპოლის ბაზის დაზიანება და რუსეთის სხვადახვა სტრატეგიული ნაგებობების მუშაობის შეზღუდვა.

რუსეთის მიერ ქალაქ მარიინკის დაკავება კი იმას ნიშნავს, რომ ანალიტიკოსების აზრით, ნანგრევების მიუხედავად, ამ დასახლებულ პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოსკოვმა მიიღო უპირატესობა პლაცდარმის გასაფართოებლად და არაა გამორიცხული, რომ რუსული ჯარი მალე ავდეევკასაც დაიკავებს - მით უმეტეს იმ დროს, როცა უკრაინას დასავლეთისაგან დახმარება შეუსუსტდა.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/12/26/world/europe/ukraine-crimea-russia-warship-novocherkassk.html

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати