USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „რატომ არ აძევებს რუსეთი უკრაინის არმიის ნაწილებს თავის ტერიტორიიდან?“
თარიღი:  632

„რუსეთის პასუხი უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსის ოლქში შეჭრაზე ფრთხილ, მეთოდურს და გამოზომილს წარმოადგენს: იმის ნაცვლად, რომ კრემლს დონბასის ფრონტიდან ჯარები მოეხსნა და ისინი კურსკში გადაესროლა, მოსკოვი კვლავ აქტიურად ცდილობს დონბასის მნიშვნელოვანი ქალაქის პოკროვსკის დაუფლებას. რასაკვირველია, ამავე დროს კურსკის ოლქიც ყურადღების გარეშე არ რჩება: აქ უკრაინის ჯარების წინსვლა უკვე შეჩერებულია, მოსკოვი ჯარებს აგროვებს რუსეთის სხვადასხვა ადგილებიდან. ანუ კრემლმა ისე შეაჩერა უკრაინელები, რომ დონბასის ბრძოლებში ტემპი არ დაუგდია“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 28 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ არ აძევებს რუსეთი უკრაინის არმიის ნაწილებს თავის ტერიტორიიდან?“ (ავტორები - ლარა ჯეიკსი და ერიკ შმიტი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

გრიგალისებური ავიადარტყმები, რომელიც რუსეთმა უკრაინას ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიაყენა ასობით რაკეტისა და დრონის მეშვეობით, იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვის სამხედრო ძლიერება არ შესუსტებულა.

და მაინც, ისმება კითხვები: თუ რუსეთს ასეთი ძლიერი ცეცხლის შესაძლებლობა აქვს, მაშ რატომ ვერ იბრუნებს თავისი ტერიტორიის იმ მცირე ნაწილს კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილებს აქვთ დაკავებული 6 აგვისტოდან? რატომ ვერ შეძლო დღემდე რუსეთმა, პირველად 1945 წლის შემდეგ მომხდარი უცხოური ინტერვენციის აღკვეთა?

დასავლელი ექსპერტებისა და დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის ერთგვარი პასიური მოქმედება განპირობებულია არამარტო ჯარების მობილიზებაში შექმნილი სირთულეებით და სადაზვერვო ცნობების ნაკლებობით, არამედ სამხედრო-პოლიტიკური პრიორუტეტებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჯარების ანაზდეულმა შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე კრემლში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია და რუსეთის გენშტაბი საგონებელში ჩააგდო, რუსები მაინც შეუსვენებლივ ცდილობენ პოკროვსკის დაუფლებას, რომელიც მთელი დონბასისა და უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისათვის საკვანძო ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ამიტომაც რუსი გენერლები დონბასიდან კურსკში ჯარების გადასროლას არ ცდილობენ.

„რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მიზანს როგორც მინიმუმს - პოკროვსკის ხელში ჩაგდება წარმოადგენს’, - ამბობს ავსტრიელი პოლკოვნიკი მარკუს რეისნერი, რომელიც ვენის სამხედრო აკადემიაში შეიარაღებული ძალების განვითარებას იკვლევს და ყურადღებით თვალს ადევნებს რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებს, - „რუსეთის არმია ნელა, მაგრამ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება პოკროვსკს, ამ დროს კი რუსული საბრძოლო იმპულსის შესუსტება არ შეინიშნება და არც ჯარების რაიმე დისლოკაციის ცვლილებაც“.

რასაკვირველია, დონბასში განვითარებული შეტევის პარალელურად, მოსკოვი უყურადღებოდ არ ტოვებს კურსკის ოლქსაც: ამ დღეებში იქ ციმბირიდან დამრტყმელი ვერმფრენების პოლკი გადაისროლეს. სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამეში კურსკის ოლქში წარმოებული ბრძოლების შედეგად 400 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე სამხედრო ტექნიკა განადგურდა. მართალია, რუსების განცხადების შეიძლება სიცრუე იყო, მისი გადამოწმება ძნელია, მაგრამ ამ ცნობას ირიბად ადასტურებს უკრაინის არმიის მთვარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკიც, რომლის თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 30 ათასამდე ჯარისკაცის თავმოყრა მოახერხა და დღითი დღე ამ რაოდენობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ რუსები კურსკის ოლქში ძირითადად სარეზერვო ქვედანაყოფებს აგროვებენ, რომლებიც ბრძოლაში გამოცდილები არ არიან, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც შთამბეჭდავია.

ამასთან, ამერიკული ოფიციალური პირების შეფასებით, დაახლოებით 50-ათასიანი დაჯგუფება მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილები კურსკის ოლქიდან განიდევნონ. შესაბამისად, ამ ყველაფერს გარკვეული დრო ჭირდება.

რუსეთის გენერალური შტაბი, როგორც ჩანს, რუსული ტერიტორიის გაუგონარი ოკუპაციისა და ქვეყნის რეპუტაციის ზიანის მიუხედავად, პრიორიტეტს მაინც დონბასის ფრონტს ანიჭებს. მოსკოვი ფიქრობს, რომ უკრაინის არმიას მალე გამოელევა ის მწირი რეზერვებიც, რომელიც კიევმა კურსკის ოლქში შესაჭრელად გამოიყენა.

კრემლმა ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინის ჯარების ოპერაცია უპასუხოდ არ დარჩება. დრო კიევის წინააღმდეგ მუშაობს.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/08/28/world/europe/russia-ukraine-incursion-war.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის