USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
The Telegraph - ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ
თარიღი:  718

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი საქმიანობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთის ფედერაციამ ივლისში “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დაზვერვასა და დაკვირვებას შავ ზღვაში რუსეთის საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ამ სადამკვირვებლო ოპერაციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ რეგიონში ფრენებს ახდენენ, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე უკანონო დარტყმებისგან შეაკავოს”, - ციტირებს გამოცემა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის