USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
The Telegraph - დღეს ლონდონში, აშშ 7 პუნქტიანი გეგმას წარუდგენს ევროპელ მოკავშირეებს და უკრაინას
თარიღი:  777
ტრამპის სპეც.წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, ლონდონში გაემგზავრა და ის იმედოვნებს, რომ უკრაინა დაეთანხმება აშშ-ს მიერ შეთავაზებულ გეგმას, ხოლო სტივ ვიტკოფი გაემგზავრება რუსეთში და ამ გეგმას პუტინს წარუდგენს.
სამშვიდობო გეგმის პუნქტებია:
  • უკრაინის უარი ყირიმზე;
  • დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის კონტროლის დე ფაქტო აღიარება
  • მოწინააღმდეგე მხარეების სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზზე;
  • თავისუფალი ნავიგაცია დნეპრის მდინარეზე, რომელიც სამხრეთით ფრონტის ხაზთან გადის
  • შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმება;
  • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის გადაცემა აშშ-სთვის. ენერგეტიკული თანამშრომლობა აშშ-სა და რუსეთს შორის;
  • უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე;
  • უკრაინის უარი NATO-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა;
  • მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა.
  • კომპენსაციები და დახმარება ქვეყნის აღდგენაში
როგორც ირკვევა, 
გავრცელებულიინფორმაციით, ტრამპი დატოვებს მოლაპარაკებებს , თუ უკრაინა და რუსეთი უახლოეს პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
 
 
 
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის