USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს“
თარიღი:  398

დიდი ბრიტანეთის ჟურნალი „ეკონომისტის“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს“.

დღე არ გადის კიევში ისე, რომ ომმა მოსახლეობას თავი არ შეახსენოს. დაკრძალვის პროცესიები ხშირად მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალზეც - კრეშჩატიკზეც. ამ დროს ავტომანქანების მოძრაობა ჩერდება ხოლმე.

ჩვეულებრივ დღეებში კი ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს: მაღაზიები მუშაობენ, რესტორნებში ხალხმრავლობაა, მრავალნაირი კერძებით, პოლიტიკოსები კი ჭორაობენ. დღეს მთავარი სალაპარაკო თემა დონალდ ტრამპი და ლოდინის რეჟიმია. საით გადაიხრება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია - უკრაინისკენ თუ რუსეთისაკენ? რამდენად შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა? მოჰყვება თუ არა ცეცხლის შეწყვეტას პრეზიდენტის არჩევნები? ამ მომენტისათვის კიეველი პოლიტიკოსები მხოლოდ ორი თარიღზე ლაპარაკობენ: პირველია 2025 წლის 20 იანვარი - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, რომლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მდგომარეობის გაუქმების პირველი შესაძლებლობა იქმნება, ხოლო მეორე - 25 მაისი, ყველაზე ადრეული თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

(...)

არჩევნები რომ ხვალ ჩატარდეს, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალზე რთული იქნებოდა 2019 წლის გამარჯვების გამეორება. ომის სამი წლის შემდეგ მისი რეპუტაცია როგორც უდავო სამხედრო ლიდერისა, საკმაოდ შეირყა. შიდა გამოკითხვების შედეგები, რომლებსაც „ეკონომისტი“ ფლობს, აჩვენებს, რომ იგი თავის სავარაუდო კონკურენტს - გენერალ ვალერი ზალუჟნის მეორე ტურში ვერ დაამარცხებს. როგორც ცნობილია, შარშანდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ პრეზიდენტმა გენერალი დიდ ბრიტანეთში ელცად გაამწესა. მას თავისი პოლიტიკური მიზნები ჯერ არ გაუჟღერებია, მაგრამ ბევრი მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად დაფიქსირდეს.

(...)

ფრონტის ხაზზე სიტუაციის გაუარესებამ უკვე გავლენა მოახდინა უკრაინულ საზოგადოებაზე. სამხედრო კაპელანი დიმიტრი პოვოროტნი ამ ცვლილებას ახალწვეულების მდგომარეობით ამჩნევს: ძალიან ბევრს არანაირი მოტივაცია არ აქვს. „იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს“, - მსჯელობს კაპელანი. იგი ფრონტის ყველაზე ცუდ ამბებს ახალწვეულებს უმალავს, რათა მათი მშობლები და ოჯახის წევრები არ გაანერვიულოს.

საერთოდ, ფრონტის ნეგატიური ამბების დამალვა ოფიციალური პირების მიერ უკრაინაში ფართოდ არის გავრცელებული. სიმართლეს თვით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც უმალავენ: „იგი არა მხოლოდ თბილ აბანოში ჰყავთ, არამედ უფრო უკეთესში - საუნაში. ახლო გარემოცვა მას ჭიის პარკივით უვლის და ცივ ნიავს არ აკარებს, არასასიამოვნო ამბებს უმალავს, ელაქუცებიან“, - ამბობს საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ახლოვდება და უკრაინის მოსახლეობა ცვლილებებისათვის ემზადება. ისინი იმედიანად არიან განწყობილნი - უკვე იციან, რომ დონალდ ტრამპი ორ „ქორს“ დანიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობეზე - მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად და მაიკლ უოლტცს - მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა საკმაოდ შეშფოთდნენ იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს ადგილი ვერ მოინახა. მაიკ პომპეო უკრაინის მიმართ კარგად არის განწყობილი. ასევე შეშფოთებას ბადებს არჩეული ვიცე-პრეზიდენტის ჯეინს დევიდ ვენსის პოზიციაც: უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა იყოს, რუსეთი კი ოკუპირებულ ტერიტორის შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში მშვიდობაზე ლაპარაკი ფართოვდება, ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები აცნობიერებენ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლები ელოდებათ. იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინისათვის ომის მიმდინარეობა პოზიტიურია, იგი საეჭვოა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. მაგალითად, ქალაქ კურახოვოსთან რუსები რაოდენობით უკრაინელებს არანაკლებ ექვჯერ აღემტებიან და უახლოეს დღეებში უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება თავის ჯარებს უკანდახევა უბრძანოს. როგორც ჩანს, უკრაინა მარცხს განიცდის კურსკის ოლქშიც და იქიდან უკანდახევაც გარდაუვალია, მით უმეტეს, რომ მათ წინ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დგანან.

სიტუაცია უარესდება ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც, უკრაინელი სამხედროების აზრით, რუსეთის არმია საოლქო ცენტრის დაკავებას შეეცდება - ზაპოროჟიე მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. „რეალობას თვალი უნდა ავუისწოროთ, - ამბობს კაპელანი მამა დიმიტრი, - ომს ვერ უბრძანებ, შეჩერდი და დამაცადეო“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/11/12/volodymyr-zelensky-faces-a-power-struggle-in-2025

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.