USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
The Economist - “ ევროპელი ლიდერები ნერვული შოკის ზღვარზე არიან- ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ, რომელიც ალასკაზე გაიმართება”
თარიღი:  2484
ევროპაში აღშფოთებულები არიან, რომ ზელენსკი შეხვედრას არ დაესწრება და შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა არასასურველ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
 
ამის თავიდან ასაცილებლად, 13 აგვისტოს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით, გაიმართება სასწრაფო ვირტუალური სამიტი ევროკავშირის ლიდერებისა და ზელენსკის მონაწილეობით, რომელშიც ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც ჩაერთვებიან. ამ კომუნიკაციის მიზანი — ევროპისა და უკრაინისთვის„წითელი ხაზების“ განსაზღვრაა.
 
კრემლი ცდილობს, მიაღწიოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, მისი სამხედრო შესაძლებლობები შეიზღუდება და იარაღის მიწოდება შეჩერდება. მოსკოვს ასევე სურს, რომ სანქციები მოუხსნან და $300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების ბედი გადაწყვიტონ.
 
რუსეთის ელიტა გაყოფილია: ნაწილი ხედავს შანსს ომის პრაგმატული დასრულებისთვის, ნაწილი კი ირონიულად უყურებს შეხვედრის ადგილის შერჩევას — ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. სახელმწიფო მედია ფრთხილად ოპტიმისტურია, თუმცა პროპაგანდისტები, მათ შორის ვლადიმირ სოლოვიოვი ამტკიცებს, რომ ომი არ დასრულდება.
 
ევროპელი ლიდერების მთავარი მიზნებია: თანმიმდევრულობა — ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, ან საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირების შემდეგ; უსაფრთხოების გარანტიები — ნატოში წევრობის გარეშე, მაგრამ რეალური მექანიზმებით ახალი აგრესიისგან დასაცავად.
 
ტრამპი იტოვებს უფლებას სამიტიდან ნებისმიერი შეთანხმების გარეშე გავიდეს: „შემიძლია ვთქვა — წარმატებები, გააგრძელეთ ბრძოლა, ან შემიძლია ვთქვა — შეგვიძლია შეთანხმება“. ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავად განსაზღვრავს, რა არის „სამართლიანი შეთანხმება“ და არ მალავს სიმპათიებს რუსეთის წარმომადგენლების მიმართ.
 
კიევში შიშობენ, რომ „ამერიკული ტიპის შეთანხმება“ შეიძლება ნიშნავდეს ევროპული უსაფრთხოების ფაქტობრივ გადაკეთებას უკრაინის მონაწილეობის გარეშე — რაც პუტინისთვის სასიამოვნო დათმობად იქცევა.
 
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის