USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
თბილისი
«The Washngton Post» (აშშ): „დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება“
თარიღი:  344

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washngton Post) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ანალიტიკოსისა და პოლიტიკური მიმომხილველის ფარიდ ზაკარიას სტატია სათაურით „დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩემს ჩასვლას კიევში, სადაც ყოველწლიურ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ერთგვარი გამამახნევებელი შთაბეჭდილებების მირების მიზანიც ჰქონდა. რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკული პოლიტიკური დებატების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. დემოკრატები, კამალა ჰარისის სახით, აცხადებენ, რომ  დახმარებას გააგრძელებენ, რესპუბლიკელები კი, დონალდ ტრამპის პირით, აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი დასრულება ერთ დღეში შეუძლიათ, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, ორივე მხარის მუდმივი დისკუსიები რეალური ცხოვრებისაგან საკმაოდ შორს დგანან.

რა ხდება უშუალოდ კიევში? რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები? დღეს ქალაქში შექმნილი სიტუაცია განსხვავდება 2022 და 2023 წლების მდგომარეობისაგან, როცა მე იქ ვიყავი დაახლოებით ამავე პერიოდში. ქვეყანაში ამჟამად კრიტიკული ვითარებაა, მომდევნო რამდენიმე თვეში, საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაფერი შეიძლება  სწრაფად გადაწყდეს.

კიევს ყოველთვის ვთვლიდი გასაოცრად კონფორტულ ქალაქად, მათ შორის პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ახლა მდგომარეობა შეცვლილია: რუსეთის საჰაერო დარტყმების სიხშირე გაიზარდა. მართალია, ყველა რაკეტა და დრონი არ აღწევს მიზანში ამოღებულ ობიექტებამდე, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან დამთრგუნველია. ჩემი ჩასვლის დროს, ღამით, ქალაქის ცას აფეთქებების შუქი ანათებდა, ისმოდა გრიალი და საჰაერო განგაშის სირენების საზარელი ხმა, მუშაობდნენ რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეები...

მე არ მინდა გადავაჭარბო მძიმე სურათის აღწერაში, მაგრამ არც ის მსურს, რომ რაღაც არასრულად ვაჩვენო. კიევი კვლავ ხმაურიან, ცოცხალ, ლამაზ ქალაქად რჩება. ქუჩები და პარკები ხალხით არის სავსე, ისინი სამუშაოზე მიდიან, მაღაზიაში შედიან და ყიდულობენ და, უბრალოდ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები სეირნობენ. მაგრამ ომის ფონს და კვალს ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ: სარეკლამო ბილბორდები უკრაინელებს არმიაში სამსახურისაკენ მოუწოდებენ, სამშენებლო ბრიგადები დანგრეულის აღდგენას ცდილობენ, წმინდა მიხეილის მოედანზე და საამაყოდ არის გამოფენილი ტროფეის სახით ხელში ჩაგდებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გაბედულმა ოპერაციამ მსოფლიო გააკვირვა, როცა ისინი რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. უკრაინელთა მოლარუსი სულისკვეთება განუზომლად ამაღლდა - ჯარისკაცებისაც და მოქალაქეებისაც. ისინი ამგვარ ცნობას დიდი ხანია ელოდნენ, მაგრამ... ახლა მათ ისიც გააცნობიერეს, რომ კურსკის ოლქში შეჭრამ ომის ძირითადი დინამიკა კარდინალურად ვერ შეცვალა. ბევრ უკრაინელს კითხვა უჩნდება - იქნებ არმიის სარდლობამ და ქვეყნის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვეს? რამდენად სწორი იყო კურსკის ოლქში შეჭრისათვის არმიის საუკეთესო სამხედრო ნაწილების გამოყენება? ხომ არ მოხდა ამით თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გაშიშვლება?

კითხვები კითხვებად, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია: აშკარაა, რომ რუსეთის არმიას ბრძოლის ინტენსიურობა არ შეუსუსტებია და ძველებურად ნელ-ნელა წინ მიიწევს, ქალაქ პოკროვსკს - სამხედრო ლოჯისტიკურ ცენტრს - უახლოვდება. თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთი მიზნის განხორციელებას სწრაფად შეძლებს და მთელ დონბასს გააკონტროლებს, რითაც უკრაინელებს უმძიმეს მორალურ დარტყმას მიაყენებს. პოკროვსკის დაკავება რეალობას კარდინალურად შეცვლის: შეიზლება 2022 წლის თებერვალს-მარტის მდგომარეობა განმეორდეს, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ და ხერსონი ჰქონდათ დაკავებული.

ამას წინათ რუსეთმა პირველად დაარტყა შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში მცურავ სატვირთო გემს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული ეგვიპტეში მიჰქონდა. თუ სავაჭრო გემები უკრაინის ნავსადგურებში შესვლას შეწყვეტენ, ეს იქნება მძიმე ზიანის მიყენება კიევის დიდი მიღწევისადმი ომის განმავლობაში - მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის მიმართ. უკრაინას ახლა ფული ჰაერივით ესაჭიროება - ყველაფრისაგან, რისი საშუალებაც კი არსებობს. ფული ჭირდება ქვეყნის დანგრეულ ეკონომიკას, სამხედრო მრეწველობას, რათა გარკვეული კონკურენცია მაინც გაუწიოს რუსეთს, რომელიც იარაღს დღედაღამ შეუჩერებლად ამზადებს.

მაგრამ ყველაზე მეტად საგანგაშო განწყობად უკრაინაში მე ის მიმაჩნია, რაც ბევრი ადამიანისგან მოვისმინე - როგორც ჩინოვნიკებისაგან, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან: მათ ძალიან აწუხებთ დასავლეთისა და კერძოდ აშშ-ის რეაქცია. ერთ-ერთმა უკრაინელმა გულახდილად მითხრა: „ჩვენ არასოდეს არ გავხდებით რუსეთის კოლონია და ბრძოლას ყველა სიტუაციაში გავაგრძელებთ, მაგრამ ვშიშობთ, რომ ბრძოლა მარტოდმარტო მოგვიწევს“. ის, რომ ამერიკული დახმარების მიღება სწორედ რესპუბლიკელთა პოზიციის წყალობით გაჭიანურდა, ბევრს აშფოთებს და ახლა ფიქრობენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება.

„ეს ომი ნებისყოფათა ბრძოლაა“, - მითხრა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, - „ვლადიმერ პუტინს გამარჯვება სურს და ამიტომ მან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მანქანდ გადააქცია. კრემლი ომისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე ხარჯავს, დასავლეთი კი უკრაინის დასახმარებლად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,2%-ს. ჩვენ რომ ამ ციფრის გაორმაგება შევძლოთ, ვლადიმერ პუტინს გაკოტრება დაემუქრება“.

დასავლეთში მიმდინარე დისკუსია აბსტრაქტული აზროვნებიდან პრაქტიკულ, რეალურ ნაბიჯებში უნდა გადაიზარდოს. უკრაინა დახმარება ესაჭიროება ყველა სფეროში - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფრონტებზე. და რაც შეიძლება მეტად და სწრაფად.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ამერიკას უკრაინისათვის არსებითი დახმარების გაწევის შესაძლებლობა აღარ ექნება და ამიტომ თეთრმა სახლმა რეალობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, უკეთესია კარგის იმედი გქონდეს, მაგრამ იმავდროულად უარესისთვისაც უნდა მოემზადო.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/2024/09/13/ukraine-fears-russian-victory/

 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.