USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
The Washington Post: „ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის“
თარიღი:  789

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის“ (ავტორი - დევიდ იგნატიუსი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). „ტრამპი უკრაინას აგდებულად უყურებს და ზელენსკის მიმართ სიძულვილს არ მალავს. თეთრ სახლი კიევს თავს ახვევს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტს ჰგონია, რომ უკრაინა ასეთ „მშვიდობას უსიტყვოდ ჩაყლაპავს“ და არაფერს იტყვის“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მოქმედება იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა: მან ვერ გამოავლინა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად დადების უნარი. პრეზიდენტმა უკვე თვითონაც განაცხადა, რომ მზად არის მარცხი აღიაროს და შეწყვიტოს პრობლემის მოგვარების მცდელობები, თუ კიევი და მოსკოვი უახლოეს დროში საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ომის დასრულების თაობაზე ვერ მოილაპარაკებენ. აშკარაა, რომ მსგავსი უკანდახევა დიპლომატიური მეთოდებიდან კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არამარტო უკრაინისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის.

ერთი მხრივ, ნათლად ჩანს დონალდ ტრამპის მოუთმენლობა: ყველას ახსოვს, რომ იგი მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ იოლად გადაწყვეტდა ომის მშვიდობიანად დამთავრების საკითხს, დღეს კი მის პოზიციაში გულგატეხილობის ნოტები გაისმა: „თუ რაღაც მიზეზით რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს სიტუაციას, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, თქვენ ომი და ადამიანთა სიკვდილი გინდათ, ამიტომ ჩვენ ხელს დავიბანთ და რაც გინდათ, იქ ჰქენით“, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდება“.

დონალდ ტრამპის კომენტარები განსაკუთრებით საგანგაშოდ გაჟღერდა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამონათქვამების ფონზე გასულ კვირაში პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ. ამერიკული დიპლომატიური უწყების მეთაურმა მიანიშნა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება, პრეზიდენტს შეუძლია თავისი ძალისხმევა შეწყვიტოს და პროცესიდან „გამოვიდეს“: „ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ომი არ არის, ის ჩვენ არ დაგვიწყია“, - ხაზი გაუსვა მარკო რუბიომ. „პრეზიდენტი რამდენიმე დღეში იტყვის, თუ რამდენად შეიძლება სამშვიდობო მიზნის მიღწევა მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით... თუ იგი ჩათვლის, რომ მშვიდობა უკვე შეუძლებელია, თუ [რუსეთი და უკრაინა] იმდენად შორს არიან ერთმანეთისაგან, რომ კონკრეტული შედეგი არ დადგება, მაშინ... ვფიქრობ, პრეზიდენტი განაცხადებს, რომ „მორჩა, ჩვენ დავამთავრეთ“.

თუმცა, მეორე მხრივ, ოპტიმიზმიც არსებობს: ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი, რომელიც, საერთოდ, საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით და რომელიც არაერთხელ ხელმძღვანელობდა ომის თემაზე თეთრი სახლის პოლიტიკურ დისკუსიებს, ამბობს, რომ „კიევ-მოსკოვის საშინელი დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების იმედი საბოლოოდ არ გამქრალა“. სამწუხარო ისაა, რომ გაურკვეველია - მოახდენს თუ არა თეთრი სახლი ისეთ ხისტ ზეწოლას დასუსტებულ უკრაინაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს? როდის დადგება ჭეშმარიტების მომენტი - ახლა ან არასოდეს?

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ყოფნის პირველმა 100-მა დღემ მანიაკალურ ტემპში ჩაიარა: იყო ჰიპერაქტიურობის პერიოდიც და ერთგვარი ყურადღების დეფიციტის სინდრომიც. ამჟამად პრეზიდენტის ყოველდღიური კრიტიკის მიმართულია მიგრანტების, იურიდიული კომპანიების, უნივერსიტეტების, ფედერალური მოსამართლეების, ტარიფების და სხვა ობიექტების მიმართ. იმავდროულად მისი დიპლომატიური ემისრები ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან, ირანთან და ღაზასთან დაკავშირებული საკითხები. და მაინც, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობები განუხრელად სუსტდება.

აღმოჩნდა, რომ უკრაინი პრობლემა ისეთი არ არის, რომელიც შეიძლება ერთ დღეში მოგვარდეს. საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომელიც ითხოვს, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ სისტემატიურად და მუდმივად განახორციელოს მუდმივ ზეწოლას რუსეთზე.

რამდენიმე წყაროს თანახმად,, რომლებიც მოლაპარაკების მსვლელობის საქმის კურსში არიან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი სპეცდესპან-სპეცწარმომადგენლები ჩიხში მოექცნენ. „დაბრკოლების ლოდი“ გამოიხატება იმით, რომ კრემლი უარს აცხადებს რაიმე კომპრომისებზე ძირითადი საკითხების მიმართ. აპრილში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უოტკოფი რამდენჯერმა შეხვდა და საათობით ისაუბრა როგორც ვლადიმერ პუტინთან, იე რუსეთის სხვა ლიდერებთან, თუმცა კონკრეული შედეგების გარეშე. ინსაიდერები ასევე იტყობინებიან, რომ კრემლი უკან არ იხევს თავისი ხისტი მოთხოვნებისაგან უკრაინის ტერიტორიებისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის დომინირებისაგან.

რასაკვირველია, სტივ უოტკოფი ცდილობს ისეთი წინადადებები ჩამოაყალიბოს, რომლებიც სამომავლოდ ვლადიმერ პუტინისათვის იქნება მისაღები. 17 აპრილს მან უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკების სტრუქტურა, რომელიც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილა. მისი პროექტი შეიცავს რამდენიმე დათმობას მოსკოვისადმი უსაფრთხოების სფეროში, რაც, წყაროების ცნობით, არც უკრაინელებს არ მოეწონათ და არც ევროპელებს. მათი აზრი ასეთია: რუსეთმა არ უნდა გააკონტროლოს ქვეყნის ხუთი რეგიონი (დონბასის ჩათვლით) და რუსეთის ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე ზახი გაუსვა უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დიდ განსხვავებას: „ჩვენ ამჟამად ისეთ ჩარჩოებში ვიმყოფებით, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, თუ რამდენად არის მათი პოზიციები ერთმანეთისაგან დაშორებულები. უკვე არავინ აღარ ამბობს იმას, რომ კონფლიქტი 12 საათის განმავლობაში მოგვარდება... ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ შორს ვართ იმედის მომცემი შედეგებისაგან და არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მოსკოვ-კიევის დაპირისპირების შერბილება-შესუსტებას“.

საეჭვოა, რომ სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფის პროექტი უკრაინის პრეზიდენტმა „უსიტყვოდ გადაყლაპოს“. დაბრკოლება არის ის, რომ უკრაინას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ აქვს აშშ-ის მხრიდან. როგორც ჩანს, უკრაინა ბედის ანაბარად იქნება მიტოვებული, თუ არ ჩავთვლით ევროპელი მოკავშირეების პრაქტიკულად უმნიშვნელო მხარდაჭერას.

როგორც ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მათი სამხედრო და სადაზვერვო ძლიერება ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინის დაცვისათვის მაინცდამაინც დიდად ეფექტური არ იქნება. ევროპელებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის ჯარები და არ აქვთ იმდენი იარაღი, რომელიც საკმარისი იქნებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შესაკავებლად. ევროპელები ვერ შეძლებენ ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონტორინგს და საპასუხო ზომების კოორდინირებას მოსკოვის პოტენციური აგრესიის შემთხვევაში.

ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დაზვერვა წარმოადგენს. მარტში კიევმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო აშშ-ის მხრიდან (ზელენსკიზე ზეწოლის მიზნით) სადაზვერვო მონაცემების ექვსდღიანი შეწყვეტის კომპენსირება, მაგრამ უკრაინელი ჩინოვნიკების აღიარებით, ასე კიდევ ერთი კვირა რომ გაგრძლებულიყო, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. პენტაგონის კოსმოსურ-თანამგზავრული დაზვერვის გარეშე, რომლებიც ზემოდან მშვენივრად აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიას, უკრაინას არ შეუძლია წინასწარ გაიგოს რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და დრონების გაშვების ფაქტები, ევროპელებს კი რაიმე მსგავსი ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნიათ.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ თავისი აგდებული დამოკიდებულება გამოხატა გასულ კვირაში, როცა უარი განაცხადა კიევისათვის რაკეტების მიყიდვაზე საზენიტო კომპლექს Patriot-ისათვის, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვაში შუცვლელია. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპი განუცხადა უკრაინელებს: „ომის [გაგრძელება] ქვეყანასთან, რომელიც თქვენზე 20-ჯერ უფრო დიდია, ძალიან რთულია და ამიტომ იმედი არ გქონდეთ, რომ ვინმე რაკეტებს მოგცემთ“.

დონალდ ტრამპი უკრაინაის ინტერესებს უგულვებელყოფს, იმავდროულად კი დიდ სურვილს და ენთუზიაზმს გამოხატავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. თეთრი სახლის წარმომადგენლები სტრატეგიულ თათბირებზე ამტკიცებენ, რომ ამერიკას შეუძლია მილიარდობით დოლარი მოიგოს სამომავლო ინვესტიციების ჩადებით რუსეთის ეკონომიკაში. ამევე თვალსაზრისს იზიარებს ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კირილ დმიტრიევიც, რომელიც იმავდროულად  პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელიც არის. სწორედ იგი მონაწილეობს თავისი ამერიკელი კოლეგის სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებში. მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამგვარ ხედვას მომავალი „რუსული ბუმის“ თაობაზე არ ეთანახმებიან.

დონალდ ტრამპის ინტერესის დაკარგვა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებსა და აზიის ქვეყნებში ეჭვებს ბადებს. ისინი აღარ არიან დარწმუნებულნი, რომ ამერიკული უსაფრთხოების სისტემა მათაც დაიცავთ. ევროკავშირისათვის ასეთი სიტუაცია მუდმივი ეგზისტენციალური მუქარა ხდება. ევროპა საფრთხეს ხედავს იმაში, თუ კრემლი ამერიკას თავს მოახვევს თავის პირობებს და  უკარნახებს, ომი როგორ უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის მზერა ახლა უფრო მეტად მოსკოვისაკენ არის მიმართული, რომელიც მას თავისი საგანძურის გაყოფას აღუთქვამს.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის