USD 2.7311
EUR 3.1186
RUB 3.4561
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): „ვოლოდიმირ ზელენსკი ნელ-ნელა რწმუნდება, რომ აუცილებელია მოლაპარაკება უკრაინის მომავლის სახელით“
თარიღი:  543

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი ნელ-ნელა რწმუნდება, რომ აუცილებელია მოლაპარაკება უკრაინის მომავლის სახელით“ (ავტორი - იზაბელ ხურშუდიანი).

უკრაინის არმია ძლივ-ძლივობით აჩერებს რუსეთის ამიის შეტევებს ბრძოლის ველზე, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს შუამავლად გამოვიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჩვეულო მზადყოფნას აცხადებს  ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების დასაწყებად, რაც საკმაოდ  გასაოცარი ცვლილებაა უკრაინელი ლიდერისათვის: იგი ხომ ცოტა ხნის წინათ ფიცს სდებდა, რომ ბრძოლას გააგრძელებდა და რუსებს ერთ მტკაველ მიწას არ დაუთმობდა.

ბოლო დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა ფრთხილი იყო: იგი პირდაპირ არ ამბობდა, რომ კიევი დათანხმდება დათმობებს, მათ შორის ტერიტორიულს, მაგრამ ამ დროისათვის რუსეთს, უნდა თუ არ უნდა ზელენსკის, უკრაინის 20% აქვს დაკავებული და როგორც ჩანს, შეინარჩუნებს მასზე კონტროლს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი. მანამდე ზელენსკი ახადებდა, რომ მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანსო, ახლა კი უპირველესად უსაფრთოხოების გარანტიებს ითხოვს და ტერიტორიების დაბრუნების საკითხი მეორეხარისხოვანი გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკის ცვლილება, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა როგორც უკრაინაში, ისე დასავლეთშიც და, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ფრონტზე სიტუცია გაუარესდა, ხოლო აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ეჭვი ეპარება უკრაინისადმი დახმარების გაწევის მიზანშეწონილების საკითხში.

ოფიციალურმა პირებმა და ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ზელენსკის რიტორიკის შეცვლა გამოწვეულია დონალდ ტრამპის განცხადებების შესაბამისად კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა უკრაინის ლიდერი იმავდროულად გარანტიის მიღებასაც ცდილობს, რომ მისი ქვეყანა ხელცარიელი არ დარჩეს.

„ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვამ მშვენივრად იცის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებისთანავე ყველაფერი შეიცვლება“, - ამბობს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს  ანტირუსული სანქციების საკითხში, უკრაინელ ჩინოვნიკებთან ერთად. „ვთვლი, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობა შემსუბუქდა - იგი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, თავისუფალია, შეუძლია მკაცრად აღარ დაიცვას პოზიცია 1991 წლის საზღვრების აღდგენის თაობაზე, ადგეს და თქვას: „მე ისევ მხარს ვუჭერ საზღვრების აღდგენას, მაგრამ რა ვქნა, მოვიდა დონალდ ტრამპი და ყველაფერი შეცვალა“.

ბრიტანული „სქაი ნიუსისადმი“ ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის ცხელი სტადია დასრულდება, თუ უკრაინა ნატოს წევრის სტატუსს მიიღებს. ტერიტორია, რომელიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული, შეიძლება დიპლომატიური გზით დაბრუნდეს. პრეზიდენტის ეს კომენტარი იმის ყველაზე გულახდილ აღიარებას წარმოადგენს, რომ კიევი უკვე მზად არის ტერიტორია რუსეთს დაუთმოს, თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების იმედს: ნატოელმა დიპლომატების განცხადებით, უკრაინის ბლოკში მიწვევა კიევისათვის ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება - იმიტომ, რომ უკრაინის მოკავშირეებში ამ მხრივ პოლიტიკური გაურკვევლობა სუფევს - განსაკუთრებით აშშ-სა და გერმანიის მხრიდან, ხოლო რიგი ქვეყნები, ყველაზე მეტად კი უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგნი არიან.

ერთადერთი, რის გაკეთებაც ახლა დასავლეთს შეუძლია, რაც შეიძლება მეტი იარაღის მიაწოდონ უკრაინას ფრონტზე მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გამოსასწორებლად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება ძალის პოზიციით დაიწყოს. მაგრამ გამოასწორებს კი სიტუაციას? უკრაინის არმიას ძალიან უჭირს და პერმანენტულად უკან იხევს.

რაც შეეხება რუს ლიდერს ვლადიმერ პუტინს, იგი სიტყვით აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებისათვის, მაგრამ იქვე ისეთ პირობებს აყენებს, რომ უკრაინისათვის მიუღებელია. კრემლს ძველებურად მაქსიმალისტური პოზიციები აქვს და უკრაინის კაპიტულაციას ითხოვს („არა ნატო, არა ტერიტორიების დაბრუნება, არა უკრაინის არმია“)

რადგანაც ნატოს წევრად მიღება მოცემულ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ალტერნატიული გადაწყვეტილება შესთავაზეს, კერძოდ, სამშვიდობო კონტინგენტის უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება. ვოლოდიმირ ზელენკიმ ეს ვარიანტი მოიწონა, მაგრამ უკრაინის თანამდებობის პირების მტკიცებით, „ეს საკმაოდ სუსტი „დამამშვიდებლი პრიზია“ იმისათვის, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიღებაზე უარს იტყვის

უკრაინამ უკვე მოაწერა ხელი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ცალკეულ ქვეყნებთან, მაგრამ ანალიტიკოსები და ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ მათი შესრულების შანსები ძალიან ნაკლებია.

უკრაინელი მაღალი თანამდებობის მქონე ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელები იწყებენ იმის დაჯერებას, რომ კონფლიქტი მართლაც მალე დასრულდება, მომავალ წელს, რადგან ტრამპის სურვილიც სწორედ ესაა. „მაგრამ მე პირადად არ მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელია“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/12/23/ukraine-zelensky-russia-war-negotiations/

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.