USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Washington Post» (აშშ): „მაიკ ჯონსონი ფსონს ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების განცალკევებაზე დებს, მარჯორი გრინი კი მის გეგმას „აფერისტობას“ უწოდებს“
თარიღი:  503

როგორც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) წერს სტატიაში „მაიკ ჯონსონი ფსონს ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების განცალკევებაზე დებს, მარჯორი გრინი კი მის გეგმას „აფერისტობას“ უწოდებს“ (ავტორი - ლეი ანგოლდველი და მარიანა სოტომაიერი).

კანონმდებლები სხდომიდან სკეპტიკურად განწყობილები გამოვიდნენ. ბევრი ეჭვობს, რომ ოთხ კანონპროექტს ესოდენ განხვავებული ხედვების მქონე დეპუტატები სწრაფად ვერ მიიღებენ. ზოგიერთებმა მაიკ ჯონსონს დაპირება შეახსენა, რომ პალატა ჯერ აშშ-ის სახელმწიფო საზღვრების განსამტკიცებელ კანონპროექტს განიხილავდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებს დაეხმარებოდა.

მაგალითად, რესპუბლიკელმა დეპუტატმა მარჯორი ტეილორ გრინმა მაიკ ჯონსონს პირდაპირ განუცხადა, რომ მის მიერ შემუშავებული გეგმა „აფერისტობაა“ და თუ იგი ნორმალურად არ მოიქცევა, პალატის სპიკერის თანამდებობას დაატოვებინებს

(წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/04/15/mike-johnson-israel-ukraine-aid-house-republicans/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის