USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"The Wall Street Journal" (აშშ): „უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები შიშობენ, რომ დრომ შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს“
თარიღი:  1280

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები შიშობენ, რომ დრომ შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს“ (ავტორები - ლოურენს ნორმანი და სტივენ ფიდლერი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომისა და კიევისადმი დასავლეთის დახმარების პერსპექტივაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინის შესახებ დასავლეთის ლიდერების გადაწყვეტილების უკან, რომელიც ტაქტიკის მკვეთრად შეცვლაში გამოიხატა - სამხედრო დახმარების გადიდების სახით - შეიძლება ის შიში ჩანს, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს.

დასავლელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინისათვის შესაძლებლობების არეალი უსასრულო და უსაზღვრო არ არის. ამიტომ, იმისთვის, რომ ომის მსვლელობაში გარდატეხა იქნას შეტანილი, კიევისათვის უცილებელია რაც შეიძლება ძლიერი ჩვეულებრივი იარაღის მიწოდება, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკები და ჰაერსაწინააღმდეგო დაცცვის სისტემები.

დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ ზამთრის პირობებში მძიმე ბრძოლები და რუსეთში სანქციების გამო გაურესებული ეკონომიკური სიტუაცია კრემლს იძულებულს გახდიდა ომის აქტიურობა თანდათან შეესუსტებინა და ზავის დადების გზები და შესაძლებლობების ძიება დაეწყო.

მაგრამ ეს გათვლები, როგორც ჩანს, არ გამართლდა: ახლოვდება უკრაინაში რუსეტის ჯარების შეჭრის წლისთავი და მოსკოვს, მიუხედავად ბრძოლებში განცდილი დიდი დანაკარგებისა და მრავალრიცხოვანი სანქციებისა, აშკარად აქვს განზრახული უკრაინაში ახალი შეტევა დაიწყოს.

ახლა, დასავლელი ლიდერები აცნობიერებენ იმას, რომ კრემლმა, რომელიც მზად არის ახალი მობილიზაცია გამოაცხადოს, შეუძლია გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტის ტაქტიკა აირჩიოს და, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ომში გამარჯვებული გამოვიდეს.

შესაძლოა კრემლში იმის იმედი აქვთ, რომ რაც დრო გადის, ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს თავიანთი მთავრობების ძალისხმევას უკრაინისადმი დახმარების გაწევის თაობაზე. თანაც ზოგიერთ ქვეყანაში, ომის დიდი ხნით გაჭიანურების დროს, ზოგიერთ ქვეყნებში შეიძლება მთავრობები და ლიდერები შეიცვალონ.

მოკლედ, დასავლეთში ჯერ-ჯერობით ვერანაირ ნიშნებს და სიმპტომებს ვერ ხედავენ იმისას, რომ კრემლი სანქციების გამო დაიჩოქებს. დასავლელეი ლიდერები ასევე აცნობიერებენ იმასაც, რომ რუსეთი მსოფლიოში თითქმის ყველაზე მეტ რესურსს ფლობს. შესაბამისად, მოსკოვს ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს რუსული სამხედრო წარმოების მოდერნიზაცია და თანამედროვე იარაღის  დამზადება დასავლური ტექნოლოგიების გამოუყენებლად გააგრძელოს, ასევე  გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია და ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის რესურსებით უპირატესობა მიიღოს.

წყარო: https://www.wsj.com/articles/some-western-backers-of-ukraine-worry-that-time-might-be-on-russias-side-11674969063

მოამზადა სიმონ კილაძემ

----------------

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის