„საუდის არაბეთი უკრაინის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკების ჩატარებისათვის ემზადება, მაგრამ რუსეთის გარეშე. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა იქნება დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევის გამოხატულება, რომლებიც უკრაინის საკითხში „გლობალური სამხრეთის“ მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საუდის არაბეთი ხელს უწყობს დასავლეთს „გლობალური სამხრეთის“ მიმხრობაში“ (ავტორები - ლოურენს ნორმანი და სტივენ ქეილანი).
დიპლომატების თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ქალქ ჯიდაში 5-6 აგვისტოს ჩატარდება, მონაწილეობას 30 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მიწვეულთა შორის არიან ინდონეზია, ეგვიპტე, ჩილი, მექსიკა, სამხრეთის აფრიკის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები.
როგორც დასავლელი და უკრაინელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, ამ ძალისხმევის კულმინაცია იქნება წლის ბოლოსათვის დაგეგმილი სამიტი, რომლის დროსაც მსოფლიოს ლიდერები ხელს მოაწერენ კონფლიქტის მოგვარების საერთო პრინციპებს. მათ იმედი აქვთ, რომ ჯიდაში შეთანხმებული პრინციპებით მომავალ მსოფლიო სამიტზე ისეთი პირობები შეიქმნება, რომელიც კიევისათვის სასარგებლო იქნება.
საუდის არაბეთმა აქტიურად დაიწყო უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის გზების ძიება მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ერ-რიადი პრორუსულობაში და კრემლის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთმა მხარი დაუჭირა ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას, რითაც მოსკოვმა ისარგებლა. მოგვიანებით ერ-რიადი ცდილობდა „შეცდომა გამოესწორებინა“ და ამ მიზნით ხელი შეუწყო სამხედრო ტყვეების გაცვლას რუსეთსა და უკრაინას შორის, გარდა ამისა, მაისში უმასპინძლა ვოლოდიმირ ზელენსკის, არაბული სამიტის ჩარჩოებში.
დასავლელი დიპლომატების მტკიცებით, სამიტის ადგილად საუდის არაბეთის შერჩევა ჩინეთის ფაქტორმა განაპირობა - მასში პეკინის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც მოსკოვთან ახლო კავშირები აქვს. ამავე დროს, საქმეში ჩახედულმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ მაინცდამაინც დიდად არ არიან დარწმუნებული ჩინეთის დელეგაციის მონაწილეობაში, თუმცა ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.
ჯიდაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, ივნისში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა წინასწარი თათბირი, რომელშიც ბრაზილიის, ინდოეთის, თურქეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, თათბირში ვიდეოკავშირით ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.
ევროპელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ ჯიდის შეხვედრა ხელს შეუწყობს აზრთა სხვადასხვაობას უკრაინასა და განვითარებად ქვეყნებს (ანუ „გლობალურ სამხრეთს“) შორის, რათა კონფლიქტი შედარებით მალე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტი ჩატარდეს... თუმცა ასეთი ვადები საკმაოდ ამბიციურია. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კოპენჰაგენში ჩატარებულმა თათბირმა უკრაინასა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოავლინა. საქმე იმაშია, რომ კიევმა დანიაში გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს: ა) უკრაინის ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ბ) უკრაინის მცხოვრებლების ტყვეობიდან გათავისუფლებას; გ) უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; დ) რუსეთის ჯარების გაყვანას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას; ე) სამართლიანობის აღდგენას; ვ) ეკოციდის შეწყვეტას და ზ) ომის დასრულების ფიქსაციას.
„სამხრეთელებმა“ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ მართალია, ისინი მზად არიან კონფლიქტის დარეგულირების საერთო პრინციპების განსახილველად, მაგრამ ხელს არ მოაწერენ კიევის გეგმებს, რომლებიც, სხვათა შორის, მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთის ჯარების გაყვანას და „ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას“ ითვალისწინებს. მოკლედ, „სამხრეთელებს“ რუსეთის სრული მარცხი არ სურთ.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.