USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს“
თარიღი:  284

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს“ (ავტორი - თომას გროუვი და მეთიუ ლაქსმური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის პირველი მცდელობების საპასუხოდ - მიიტყუოს თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის საკითხზე - კრემლმა, როგორც ჩანს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. „ჩვენ ამერიკის ლიდერის ნათქვამში ახალს ვერაფერს ვერ ვხედავთ“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში მოსკოვი გააფრთხილა, რომ თუ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, მოსკოვზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლირებს.

ისე, კაცმა რომ თქვას, სამი წლის განმავლობაში დასავლეთმა რუსეთს უამრავი სანქცია გამოუცხადა, ის კი მაინც ფეხზე დგას და ომს წარმატებით აგრძელებს. ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში აქვთ იმის საფუძველი, რომ დონალდ ტრამპის მუქარები ფუჭ გასროლებად ჩათვალონ. რა თქმა უნდა, ომი ქვეყნის მატერიალური და ცოცხალი ძალის რესურსებს შთანთქავს, მაგრამ კრემლი თვლის, რომ სრულიად წარმატებულად უმკლავდება სანქცია-ემბარგოებს და რომ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა კიდევ სამი წელი იომოს - რუსები, ადრიდებულად გააფორმებენ კონტრაქტებს და ფრონტზე წავლენ. (...)

მართალია, რუსეთი ფულსაც ბევრს ხარჯავს და ადამიანების რესურსებსაც, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, კრემლს ერთიც საკმაოდ ბევრი აქვს და მეორეც - ომის გასაგრძელებლად და გამარჯვების მისაღწევად. რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიდიან, იპყრობენ და საფრთხეს უქმნიან უკრაინის სოფლებს და ქალაქებს, რომლებიც კიევის ჯარებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლოჯისტიკის თვალსაზრისით. დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის ერთ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკაში გარკვეული დისბალანსი ნამდვილად გვაქვს. არის ინფლაციაც... მაგრამ არა იმდენად მწვავე, რომ ვინმემ ომის უცილობელი შეწყვეტა მოგვთხოვოს და თუ მას არ დავეთანხმებით, რუსეთი დაინგრევა“, - ამბობს ვასილი კაშინი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ევროპული და საერთაშორისო კომპლექსური კვლევების ცენტრის დირექტორი, - ჩვენც შეგვიძლია დაბეჯითებით მოვითხოვოთ ჩვენი პირობების შესრულება... და თუ უკრაინის ეკონომიკა ნგრევას გააგრძელებს (და მერწმუნეთ, ეს ასეც იქნება), მაშინ აშშ-სათვის გონივრული იქნება ჩვენს პირობებზე დათანხმდეს“.

ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ აშშ-ში უკრაინისათვის მორიგი დახმარების პაკეტის მიცემას არავინ არ ფიქრობს, შესაბამისად, დონალდ ტრამპის გაფრთხილება საკმარისი არაა იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და თავისი ძირითადი მოთხოვნები შეცვალოს. გავიხსენოთ: კრემლს სურს, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები აღიაროს, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადოს და თავისი არმია შეამციროს.

როგორც ჩანს, კრემლი უფრო იმისკენ იხრება, რომ დონალდ ტრამპის განცხადება ზოგადად პოზიორობად შეაფასოს და არა ძალისხმევად მოლაპარაკების გამართვის მიზნით. კრემლი სერიოზულ წინადადებას ელოდება ვაშინგტონისაგან.

ზოგიერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოამჟღავნეს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმერ პუტინს მართლაც სურს დონალდ ტრამპს შეხვდეს ომის კრემლისთვის მომგებიანი დარეგულირების მიზნით და ამ დროს სრულიად გამორიცხოს უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკების პროცესიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად თვლის.

სხვათა შორის, კიევმა აღიარა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია, თუმცა ამის სანაცვლოდ უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რათა რუსეთმა, ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების შემდეგ, ვერ მოახდინოს ძალების გადაჯგუფება და ახალი დარტყმის მიყენება უკრაინისათვის. რუსეთი აცხადებ, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, ანუ, ფაქტიურად, სამუდამოდ დაუთმოს მოსკოვს თავისი მიწა-წყალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაკარგა.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის უკრაინის და აშშ-ის შორის რამდენიმეწლიანი სიტვიერი შეხლა-შემოხლის ფონზე, ვლადიმერ პუტინის მიერ დონალდ ტრამპის ახალი გაფრთხილება მისი ერთგვარი ფანდის სახით იქნა აღქმული: ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს თავისი პოზიციები განამტკიცოს და აშშ-ის მტრების მიმართ ისეთი ხისტი და მკაცრი პოზიცია გამოავლინოს, როგორც ამომრჩეველს დაპირდა. „ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის განცხადებებში პოლიტიკური თამაშების ელემენტს ხედავს. კრემლი მათ სერიოზულად არ აღიქვამს“, - ამბობს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია, რომელიც პარიზში მუშაობს, - იგი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის და არ აქვს იმის ილუზიები, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე დაიდება“.

ტატიანა სტანოვაიას მტკიცებით, რასაკვირველია, რუსეთის ეკონომიკაზე ზემძიმე დატვირთვა პრეზიდენტის შეშფოთებას იწვევს, მაგრამ არა ისეთს, რომ იგი იძულებული გახდეს უკრაინის მიმართ უკან დაიხიოს. ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც უკვე 25 წელია რუსეთის მეთაურია, უკრაინასთან ომი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს გააერთიანოს ორი ქრისტიან-მართლმადიდებელი ქვეყანა და შეაჩეროს უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული დასავლეთის „მცოცავი ექსპანსია“ რუსეთის უკანა ეზოში.

დღეს ვლადიმერ პუტინი უპირატესობას ომის ისეთ ამბიციურ დარეგულირებას აძლევს, რომელიც იალტის კონფერენციაზე იქნა მიღწეული მეორე მსოფლიოს ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სსრ კავშირის, აშშ-ისა და ბრტანეთის ლიდერებს შორის, ანუ კრემლის სურვილია იგივე მოხდეს, რაც იალტაში მოხდა: ევროპა გავლენის სფეროებად იქცეს დასავლეთს და რუსეთს შორის.

„რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს სურს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირობებით, - ამბობს ტატიანა სტანოვაია, - ომი უკრაინაში, კრემლის გათვლით, არის ის საშუალება, რომლითაც დასავლეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს და იალტა-2-ზე მოილაპარაკებს“.

დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ ომის შესაწყვეტად საჭირო გახდება ბევრად უფრო მეტი ვადა, ვიდრე იგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვარაუდობდა - „თეთრ სახლში როგორც კი დავჯდები, ომს 24 საათში დავასრულებო“. ინაუგურაციის მომენტში მან თქვა, რომ „უკრაინას სურს გარიგება დადოს“, მაგრამ რუსეთმა შეიძლება არ მოისურვოსო.

პოლიტოლოგების ვარაუდით, დონალდ ტრამპის მუქარები ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების თაობაზე ნიშნავს იმ გარემოების გაცნობიერებას, რომ გარიგების მისაღწევად საჭირო იქნება გარკვეული პერიოდი, თუმცა, მათივე შედასებით, ახალმა სანქციებმა სეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.

„რუსებს ყოველთვის სურთ, რომ მათთან პირდაპირ და მესამის ჩარევის გარეშე ისაუბრონ (ამ შემთხვევაში მესამე სუბიექტად უკრაინა მიიჩნევა). კრემლი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო გაღიზიანებული მოლაპარაკების მისეული სტილით“, - ამბობს ოლეგ იგნატოვი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფში“ მუშაობს, - ასე რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება“.

წყარო: https://www.wsj.com/world/russia/russia-brushes-off-trumps-threats-on-ukraine-2e1e306c?mod=hp_lead_pos4

 

თბილისი
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.