USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
«The Daily Telegraph»: „ცოლ-ქმარმა ია პატარკაციშვილმა და ევგენი ხუნიაკმა, რომლებმაც 32 მილიონი გირვანქა სტერლინგად სახლი იყიდეს და რომელიც ჩრჩილით სავსე აღმოჩნდა, ფული უკან დაიბრუნეს“
თარიღი:  863

ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „წყვილმა სასამართლოს მეშვეობით კომპენსაცია მიიღო ლონდონში სახლის ყიდვისათვის, რომელიც ჩრჩილებით სავსე აღმოჩნდა“ (ავტორი - ბადინ ბადშაჰი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველი მილიარდერის ქალიშვილს და მის ქმარს ფული დაუბრუნდათ მას შემდეგ, რაც მათ 32 მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონში სახლი იყიდეს, რომელიც ჩრჩილით იყო სავსე.

ია პატარკაციშვილმა და დოქტორმა ევგენი ხუნიაკმა ნოთინგ-ჰილში ვიქტორიანული სტილით აგებული სახლი, შვიდი საძინებელი ოთახით, 2019 წლის მაისში იყიდეს. მასში იყო აუზი, სპა-სალონი, სავარჯიშო დარბაზი, ღვინის სარდაფი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი და „მხვრინავთა ოთახი“, რომელიც მშვიდი ძილის დამაფრთხობლებისათვის არის განკუთვნილი.

სახლში საცხოვრებლად გასავლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცოლ-ქმარმა შენიშნეს, რომ სახლი ბევრი ჩრჩილის პეპელა ბუდობს, რომლებიც ტანსაცმლის დაზიანებასა და სასმელ-საჭმლოს გაფუწებას იწვევენ. მათ სარჩელი სეიტანის ადგილობრივ სასამართლოში სახლის გამყიდველ უილიამ ვუდვორდ-ფიშერის წინააღმდეგ და მოითხოვეს გადახდილი ფულის უკან დაბრუნება.

ევგენი ჰუნიაკმა, რომელიც ჩელსში ბავშვთა სტომატოლოგად მუშაობს, მოსამართლეს უთხრა, რომ პეპლები სხდებოდნენ კბილის ჯაგრისებზე, მაგიდის ჭურჭელზე, სასმელის ჭიქებსა და ბოკალებზე, ხშირად ბავშვების საჭმელზეც კი.

ორშაბათს მოსამართლე ჯასტის ფენკორტმა დაადგინა, რომ შენობის ადრინდელმა მფლობელმა და გამყიდველმა უილიამ ვუდვორდ-ფიშერმა მყიდველები მოატყუა და ნამდვილი მონაცემები არ გადასცა სახლის მდგომარეობის თაობაზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მყიდველებმა სახლი ყიდვის წინ რამდენჯერმე დაათვალიერეს.

უილიამ ვუდვორდ-ფიშერის ადვიკატმა ჯონ მაგკმა განაცხადა, რომ სახლის გამყიდველს მყიდველის მოტყუება განზრახული არ ჰქონია. იგი თვითონაც ხოცავდა მწერებს და ეგონა, რომ მთლიანად მოსპო.

ამასთან, მოსამართლე ჯასტის ფანკორტის თქმით, უილიამ ვუდვორდ-ფიშერს, რომელიც ადრე დიდი ბრიტანეთის მონიჩბეთა ნაკრები გუნდის წევრი იყო, განგებ არ მოუტყუებია მყიდველები, არ უთაღლითია, იგი თვითონაც წარმატებით ებრძოდა ჩრჩილის პეპლებს და თითქმის გაანადგურა კიდეც (დღეში ასზე მეტს ხოცავდა). მას, უბრალოდ, სახლის სწრაფად გაყიდვა სურდა. მან იცოდა, რომ შესაძლოა სიმართლე გამჟღავნებულიყო, მაგრამ რისკზე წავიდა, თუმცა შეცდომა დაუშვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, უილიამ ვუდვორდ-ფიშერმა თანხა 32,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკან უნდა დაუბრუნოს ევგენი ჰუნიაკს, მან ასევე უნდა გადაიხადოს კომპენსაციის სახით 4 მილიონი გირქვანქა სტერლინგი ტანსაცმლის დაზიანების და სხვადასხვა გადასახადების ასანაზღაურებლად.

ადვიკატ კრის უებებრის თქმით, რომელიც ცოლ-ქმრის ინტერესების წარმომადგენელია, ეს საქმე გაკვეთილი და გაფრთხილება უნდა იყოს არაკეთილსინდისიერი ბინის მფლობელებისათვის, რომლებიც მყიდველების ნდობით ისარგებლებენ და დეფექტებს დამალავენ“.

როგორც სასამრთლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, უილიამ ვუდვორდ-ფიშერმა, თავის ცოლთან, დიზაინერ კერისთან ერთად სახლი 2011 წელს იყიდა და გაარემონტა, მისი რეკონსტრუქცია მოახდინა, სანამ იგი შენობას ქართველი მილიონერ-ბიზნესმენის მემკვიდრეს მიყიდა.

ია პატარკაციშვილი ქართველი მილიარდერის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა, დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლის წინ, 2000 წელს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა 2008 წელს.

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის