USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“
дата:  3006

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა უარყოფს, რომ ნატოს წევრობის სანაცვლოდ პუტინს ტერიტორიებს დაუთმობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევმა აღშფოთებით უარყო ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინას, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ თავისი ტერიტორიის დათმობა მოუწიოს, თუ კიევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა მკაცრად დაგმო იდეა, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის ოფისის დირექტორმა სტიან იენსენმა წამოაყენა: „სულელური აზრია და ყურადსაღები არ არის“, - განაცხადა მრჩეველმა. „თუ ასეთ იდეაზე დავთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად ვაკეთებთ არჩევანს დემოკრატიის დამარცხებაზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფასა და ომის გადაცემაზე მომავალი თაობებისადმი“, - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში სამშაბათს.

„აშკარაა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გამანადგურებლად არ დამარცხდება, ისე რუსეთში პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება, ხოლო სამხედრო დამნაშავეები არ დაისჯებიან, კრემლის მადა ომის გაფართოებაზე სულ უფრო გაძლიერდება“.

როგორც ცნობილია, სტიან იენსენმა ზემოთ ხსენებული იდეა ნორვეგიულ გაზეთთან „ვერდენს განგთან“ (VG - Verdens Gang) საუბარში წამოაყენა, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა: „მე არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთ სავარაუდო გადაწყვეტილებად ჩვთვალოთ“.

უკრაინამ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კიევს განზრახული აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლება და დაბრუნება, ამიტომაც არანაირ მოლაპარაკებაში ჩართვას არ აპირებს, რომლის დროსაც ტერიტორიის მოსკოვისადმი გადაცემა იქნება განხილული.

სკანდალის გაჩენას ხელი შეუწყო რუსეთის მიერ „ზუსტი“ რაკეტებით უკრაინის დასავლეთ რეგიონებისადმი მიყენებულმა დარტყმამ, რომლებიც პოლონეთს ესაზღვრებიან. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ეს შეტევა ყველაზე მასირებული საჰაერო ოპერაცია იყო ომის დაწყების დროიდან, რომელიც ლვოვისა და ვოლინის (ლუცკის) ოლქებზე განხორციელდა.

რუსეთმა აჩვენა, რომ მისი არმია ძლიერი და ზუსტი ტექნიკით არის შეიარაღებული და რომ მას შეუძლია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გარღვევა (ამერიკული Patriot-ების მიუხედავად) და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შორ მანძილზე მდებარე ქალაქების დაბომბვა შეუძლია. ამ დროს კი უკრაინის არმიის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს, რაც კიევის რეპუტაციის წინააღმდეგ მოქმედებს.

თავის მხრივ, ბალტიისპირა ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) და განსაკუთრებით პოლონეთი „კუნთებს ათამაშებენ“: ვარშავაში 15 აგვისტოს ისტორიულად  გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა იმის აღსანიშნავად, თუ როგორ დაამარცხეს 103 წლის წინ (1920 წელს) პოლონელებმა მდინარე ვისლასთან რუსეთის წითელი არმია და ათასობით წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

რუსებმა უარყვეს უკრაინის განცხადება, რომ ლვოვისა და ლუცკის დაბომბვის დროს სამოქალაქო ნაგებობები დაინგრა. კრემლის ცნობით, დარტყმები ზუსტად განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა სარაკეტო დარტყმის კომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის სამხედრო-სამრწველო კომპლექსის პარალიზება. ანდრეი ერმაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსმა, თქვა, რომ რაკეტების ნამსხვრევების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი ახლახან, მიმდინარე წლის აპრილში არიან გამოშვებულნი. მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ სანქციები გაამკაცრონ, რათა მოსკოვმა რაკეტების წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები არ მოიპოვოს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2023/08/15/ukraine-hits-out-at-ceding-putin-land-nato/

 

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати