USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?“
თარიღი:  669

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე?“ (ავტორი - მემფის ბერკერი). თეთრი სახლი კრემლს ჯერ თაფლაკვერს შესთავაზებს, რომ დათანხმდეს და თუ უარს იტყვის, მაშინ მათრახს გამოიყენებს. რა იგულისხმება თაფლაკვერში და რა - მათრახში?

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯიდაში გამართული მოლაპარაკების შედეგი სახეზეა - კიევი დაყაბულდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს თავიანთი პოზიციები წარუდგინონ, კრემლმა კი, მათი აზრით, დოკუმენტზე ხელი უპირობოდ უნდა მოაწეროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წინასწარ განაცხადა, რომ თუ რუსეთი ჯიდაში მიღწეულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ყველასთვის გასაგები გახდება, თუ ვინ უშლის ხელს მშვიდობის მიღწევას.

დავუშვათ, კრემლმა ხელი არ მოაწერა, რას გააკეთებს ასეთ სიტუაციაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია? ამჟამად ეს ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, ისეთი შურისმაძიებლური პირუეტის ჩადენა შეუძლია, როგორიც მას ახასიათებს - უცებ ხაზს გადაუსვამს დღემდე ნათქვამ პუტინის მაამებლურ სიტყვებს და კიევისაკენ შებრუნდება... მაგრამ რადგანაც ამერიკელ და რუს ლიდერებს რეზერვში კიდევ აქვთ სატელეფონო საუბარი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

მოდით, ვიმსჯელოთ, სავარაუდოდ რის შეთავაზება შეუძლია დონალდ ტრამპს პუტინისათვის, როცა ისინი ტელეფონით ისაუბრებენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ?

დონალდ ტრამპს აქვს რამდენიმე „ძაფი“, რომელთა მიხედვით მას სიტუაციის მართვა შეუძლია.

ა) აშშ-ის ლიდერს შეუძლია მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის „დათბობა“ გამოაცხადოს და ჩამოთვალოს, რომელი პროექტები შეიძლება განხორციელდეს 30-დღიანი დაზავების ფარგლებში. მაგალითად, რადგანაც ვლადიმერ პუტინს დიდი ხანია არ სურს თავის საზღვრებთან ახლოს, ევროპაში ნატოს ჯარების არსებობა, დონალდ ტრამპს შეუძლია გაიყვანოს ევროპიდან ამერიკული ჯარების 30-ათასიანი ამერიკული ჯარების ნაწილი, რაც მოსკოვს მეტ სივრცეს მისცემს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი თავის „უკანა ეზოდ“ თვლის.

ბ) დონალდ ტრამპს ასევე შეუძლია წამოაყენოს წინადადება თავისი პარტნიორების წინაშე, რომ რუსეთი განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო კლუბში დაბრუნდეს და „დიდი შვიდეული“ (G7) ისევ „დიდი რვიანი“ (G8) გახდეს.

გ) შესაძლოა ვლადიმერ პუტინისათვის ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტა სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, კრემლს შეუძლია თეთრ სახლთან ურთიერთობის გაუმჯობესება და თავისი მოთხოვნის რეალიზება - ნატოს არგაფართოება. რუსეთს რომ ამ მხრივ ბიძგი მისცეს, დონალდ ტრამპს შეუძლია ვლადიმერ პუტინს არქტიკის ერთობლივი ათვისება შესთავაზოს.

დ) დონალდ ტრამპი ხშირად იმუქრება ხოლმე დამატებითი ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით, მაგრამ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“: ერთი მხრივ, რადგანაც ვაშინგტონს რუსეთის სამთო-მომპოვებელ მრეწველობაზე ზეწოლის ბერკეტები თითქმის აღარ აქვს. ერთადერთი რაც დარჩა, ენერგეტიკაა, ანუ მკაცრი სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ვთქვათ, ინდოეთისათვის, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპს შეუძლია უკვე მოქმედი რიგი სანქციები შეასუსტოს ან გააუქმოს: „დათანხმდი ცეცხლის სეწყვეტას და ჩვენ დავიწყებს ზეწოლის შერბილებას“, - ასე შეუძლია თქვას აშშ-ის პრეზიდენტმა.

და თუ შეთავაზებაში იქნება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესყიდვის წინადადება აშშ-მიერ, რომლითაც რუსული გაზი ისევ შეიძლება ევროპას მიეწოდოს, ეს იქნება კრემლისთვის მირთმეული ლამაზი ტორტი, მასზე დადებული ბლის წითელი კუნწულით.

რასაკვირველია, კიევს და მის ევროპელ მოკავშირეებს არ ესიამოვნებათ თეთრი სახლის ასეთი „რევერანსები“ კრემლის მიმართ, მაგრამ დონალდ ტრამპს შეუძლია უპასუხოს მათ, რომ იგი „ნეიტრალური არბიტრის“ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

და თუ არის თაფლაკვერები, მაშინ მათრახიც აშკარაა:  ამერიკას შეუძლია უკრაინას რაკეტები, თვითმფრინავები, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა მისცეს. „ეს თქვენი შანსია და გამოიყენეთ, სხვა უკეთესი შანსი არ გექნებათ“, - თუ ვენდობით, თითქოსდა ასე უთხრა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას კერძო სატელეფონო საუბარში, რომლის სრული ოფიციალური ტექსტი არ გამოქვეყნებულა.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის