USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ჰარი პოტერის გაღიზიანებული ავტორი და რჩევები ტვიტერზე
თარიღი:  1531

  ყველასთვის საყვარელი ჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა, ტვიტერის საკუთარ გვერძე რამნდენიმე მწვავე პოსტი გამოაქვეყნა. მწერლის გაღიზიანება სოც.ქსელის იმ მომხმარებლებმა გამოიწვიეს, რომლებიც ადამიანებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კარანტინის პერიოდში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაზე არ ფიქრობენ. „უმჯობესია, Life Coach-ებმა შეწყვიტონ იმ ადამიანთა კრიტიკა, რომლებიც კარანტინის პირობებში ახალ ცოდნასა და უნარებს ვერ იღებენ/ახალ ბრენდს ვერ ქმნიან. ხშირად ადამიანები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომლებზეც სხვებს წარმოდგენა რთულია რომ ჰქონდეთ. ზოგჯერ კონკრეტული გამოწვევების გადალახვა საკმარსზე მეტი მიღწევაა, ვიდრე ახალი ცოდნის შეძენა" „იმის მტკიცება, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურად რაღაც ახალს არ ქმნის, მაშინ ზარმაცი დემოტივირებულია, არ იწვევს მის შთაგონებას და მოტივირებას, პირიქით, ეს ადამიანის დამცირების ფორმაა. დაუსრულებელი კრიტიკა რომ დეპრესიას კურნავდეს, მდიდარი ადამიანები და „ვორქაჰოლიკები“ თავს არ მოიკლავდნენ შრომით. სევდა და შფოთვა არ არის ადამიანის სისუსტე, ეს მისი ბუნებრივი რეაქციაა სირთულეებისა და საფრთხის მიმართ.“ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაბრუნებლად საუკეთესო გზაა ვაღიაროთ, რასაც ვგრძნობთ და დავინახოთ მისი მიზეზები. ნუ გავაკრიტიკებთ საკუთარი თავს იმისთვის, რომ ზებუნებრივები არ ვართ და უამრავი სისუსტე გვაქვს“

 

წყარო: insource

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის