USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ჰარი პოტერის ფანები ჰოგვორტსში ცხოვრებას შეძლებენ
თარიღი:  1630

ჰარი პოტერის ფანებს ჰოგვორტსში (ჯადოქრების სკოლა ჯოან როულინგის რომანების სერიიდან „ჰარი პოტერი“) ჩასვლის და ცხოვრების შანსი გაუჩნდათ.

ინგლისში იყიდება შენობა, სადაც ფილმის სერიები გადაიღეს. ამის შესახებ Mansion Global წერს. სახლის ფართი 210 კვადრატული მეტრია და ლონდონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 24 კილომეტრში მდებარეობს.

შენობაში არის ოთხი საძინებელი, ორი საკონფერენციო დარბაზი. უძრავი ქონების ფასი 1,1 მილიონი ფუნტია. ($1,35 მილიონი) შენობა 1903 წელს არის აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ადრე ამ შენობაში ვაჟთა სკოლა მდებარეობდა, 2010 წელს კი შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის