USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ჰანს კლუგე - ევროპის რეგიონი პანდემიის ერთგვარი ფინალური ფაზისკენ მიდის
თარიღი:  697

„ომიკრონ“ ვარიანტმა კოვიდ 19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და შეიძლება ევროპაში მისი დასრულებაც გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სავარაუდოა, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი ფინალური ფაზისკენ მიდის“, - აღნიშნა კლუგემ.

მისი თქმით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებითაა გამოწვეული, გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება.

„გლობალური იმუნიტეტი, რომელიც ადამიანების ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის შედეგად წარმოიქმნება, რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, სანამ კოვიდ 19 წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ პანდემიის დაბრუნება გარდაუვალი არ იქნება,“ - აღნიშნა კლუგემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის