USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა
თარიღი:  630

გავრცელებული ინფორმაციით ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა. მომხდარის გამო, აეროპორტი ამჟამად დაკეტილია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00-ზე მოხდა.

ჰამბურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანქანაში, რომლითაც შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდება, ერთი ბავშვი იმყოფება. ამასთან, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მამაკაცთან ერთად ორი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც დადასტურებული არ არის.

სამართალდამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ შეიარაღებული მამაკაცის მეუღლე მათ ადრე დაუკავშირდა ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ.

ადგილზე მობილიზებული არიან სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის ძალები.

მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში დღეს დაგეგმილი რეისები აღარ შესრულდება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის