USD 2.6969
EUR 3.1467
RUB 3.4229
თბილისი
გურულების და გენუელების დღემდის უცნობი ბრძოლის პერიპეტიები (1445) - ბექა ჭიჭინაძე
თარიღი:  
გურულების და ბურგუნდიელების ბრძოლის (1445) გარდა, მოხდა გურია-გენუის ბრძოლაც, რაც დღემდე უცნობი და შეუნიშნავი რჩება
ყველაფერი დაიწყო 1430-ანი წლებიდან, როცა გენუის რესპუბლიკამ საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდი ,,დაასანქცირა".
გენუის რესპუბლიკის დოჟმა - ლუდოვიკო დი კამპროფეგოსომ და უხუცესებმა მიიღეს ორი გენუელი ვაჭრის, ძმების - ბატისტა და გიულიანო დონატოების საჩივარი ქართველთა მეფეზე.
 
არისტოკრატი დონატოების საგვარეულო განთქმული იყო საზღვაო ვაჭრობით, ცნობილია, რომ ისინი ნაოსნობდნენ კაფადან ქიოსამდე და საფრანგეთამდეც კი. გენუაში დონატოები უხუცესთა საბჭოში ირიცხებოდნენ, საკუთრივ კაფაშიც მათ ხელმძღვანელი პოსტები ეჭირათ.
დოჟისთვის გაგზავნილი საჩივარი იუწყებოდა, რომ მელქიონ დონატოს ქონება ალექსანდრე ქართველთა მეფის ქვეშევრდომებმა დაიტაცეს, ალექსანდრემ დაზარალებულებს ქონება არ აუნაზღაურა და თავადაც მიიღო წილი, 1435-1437 წლებში კაფას კონსულებმა საპასუხოდ ალექსანდრე მეფის ვაჭრების სავაჭრო უფლებები შეზღუდეს დაზარალებული გენუელი ძმების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება დაამტკიცა ოფიციალურმა გენუამ, რომელსაც მაშინ მილანის ჰერცოგის კომისარი ფრანსუა ბარბავარა წარმოადგენდა.
 
ამ პერიოდში გენუელთა ფაქტორიას კაფაზე ურთიერთობი ეძაბება ვენეციელებთან და ყირიმელ თათრებთან, ასეთ პირობებში ძალიან საშიში იყო კაფაში მრავლად მყოფი ქართველი ვაჭრების უკმაყოფილება, ამიტომაც კაფას კონსულმა ბატისტა ფორნარიომ ქართველი ვაჭრების სასჯელი შეამსუბუქა და მათ საქონლის გადასახადები დაუწესა, გადაწყვეტილება დოჟმა დაამტკიცა, მაგრამ მელქიონ დონატო ამასობაში გარდაიცვალა, ქართველთაგან მოკრებილი გადასახადები ის ის იყო მის სახელზე უნდა გაცემულიყო ზარალის ასანაზღაურებლად, მაგრამ ამ დროს კაფაში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ დონატოს სიცოცხლეში უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია ალექსანდრე მეფისაგან, ამგვარად, კაფას კონსული იძულებული გახდა შეეწყვიტა გადასახადების მოკრება, თუმცა თავად დონატოები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცრუმოწმობა იყო.
 
გენუის სანქციებს მოყვა ქართულ-გენუური დაპირისპირება, რაზეც ბურგუნდიულ რაპორტშიც არის საუბარი. ვენეციის ,,საიდუმლო არქივის" მიხედვით კი, გურიელის მიერ ბათუმში დატყვევებულ იქნა გენუური ხომალდი, რომელიც მერვალდო სპინოლას ეკუთვნოდა, სპინოლას ხომალდი ქართველებმა ბათუმში დაატყვევეს ჟოფრუა ტუაზის ბურგუნდიული ხომალდის დატყვევებამდე რამდენიმე წლით ადრე.
მე-15 საუკუნის 60-70 წლებშიც გენუელი ვაჭრები მძაფრად უპირისპირდებიან ქართველ ვაჭრებს, ყველაფერ აქედან კარგად ჩანს რომ ქართველი ვაჭრები მათთვის კონკურენტები იყვნენ და საკმარისად ძლიერი კონკურენტებიც.
 
ქართველები ტრაპიზონელ კომნენოსთა ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლაში,,,Éliede la Primaudaie" ყვება:
 
გენუელები ბიზანტიის იმპერიაში თითქმის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ. ზოგ შემთხვევაში მათი თავხედობა იქამდეც კი მიდიოდა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში ისინი ბიზანტიელებს თავიანთ სამშობლოში ნაოსნობისა და თევზაობის უფლებასაც არ აძლევდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ბოსფორის გასასვლელსაც, საიდანაც 300 000 ფლორინს იღებდნენ შემოსავლად. ტრაპიზონის იმპერიაში მათ მსგავსი პრივილეგიები არ ჰქონიათ. გენუელმა ვაჭრებმა ტრაპიზონის იმპერატორს მოსთხოვეს იგივე პრივილეგიები, რითაც ისინი იმ ტერიტორიებზე სარგებლობდნენ, სადაც კონსტანტინეპოლის იმპერატორის იურისდიქცია ვრცელდებოდა, მაგრამ იმპერატორმა უპასუხა, რომ პირობები მათთვის არ შეიცვლებოდა, თუ ეს მათთვის მიუღებელი იყო, შეეძლოთ კონსტანტინეპოლში წასულიყვნენ, მაგრამ წასვლამდე ვაჭრებისთვის დაწესებული გადასახადი უნდა გადაეხადათ.
 
იტალიელები ბერძნებისგან ასეთ პასუხს არ იყვნენ მიჩვეული. ბაჟის გადახდაზე მათ უარი განაცხადეს, პორტში თავიანთი საქონელი მოაგროვეს და ქალაქიდან წასვლას აპირებდნენ, გასათვალისწინებელია, რომ მათ ყველგან თავიანთი მცველი რაზმები ახლდნენ. იმპერატორმა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი ეცათ მისი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავიანთი რაზმებით გადიდგულებულმა გენუელებმა იმპერატორის ბრძანებას დასცინეს, მათ ისიც კი სცადეს, რომ ქალაქი დაეწვათ... საშინელმა ხანძარმა ბევრი ნაგებობა, მათ შორის არსენალის საცავიც იმსხვერპლა.
 
საბოლოოდ, ქართველებმა გენუელები დაამარცხეს და არცერთ მათგანს გაქცევის საშუალება არ მისცეს. შეპყრობილმა გენუელებმა პატიება ითხოვეს და გადასახადების გადახდაზე თანხმობა განაცხადეს. წყაროთა აღწერით, ეს ქართველები (იბერები) ცუდად შეიარაღებულები და მცირერიცხოვნები ყოფილან, მაგრამ ამავდროს ,,ჭეშმარიტი გმირები და საზარელი ლომები იყვნენ, რომელთაც მსხვერპლი ვერასოდეს გაურბოდათ."
ეკონომიკა
მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.

„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.

ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.

ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.

„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის