გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან.
როგორც მან აღნიშნა, რეგიონში ელექტროენერგიისა და ბუნებრივის აირის მიწოდების მიზნით, შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ.

„გურიაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. მერიებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატშიც. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს მოსახლეობასთან. გაიმართა საგანგებო შტაბის შეხვედრა და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან. რეგიონში აქტიურად მუშაობენ როგორც ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები, ასევე ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლონ ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით“, - განახადა გიორგი ურუშაძემ.


ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.