USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე
თარიღი:  957
"ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებდა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს.
 
არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა.
 
შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.
 
ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება. "- წერს გურამ თუშიშვილი.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის