USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
თარიღი:  1075
გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
 
მოზარდები 8 - დან 12 წლამდე ორი კვირის განმავლობაში პროექტში „ეს საინტერესოა“ მიიღებენ მონაწილეობას.
 
30 შერჩეული მოსწავლე გაეცნობა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამაგიდო თამაშები, კინოსეანსი, ვიქტორინები, ორიგამი, ბიბლიოფილია, სენსომოტორული აქტივობები, სადღესასწაულო თამაშები. მოზარდები ინფორმირებულები იქნებიან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
 
გორის საზაფხულო სკოლა ბავშვებს დაეხმარება გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებელნი, დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში, იზრუნონ სხვებზე და იცოდნენ როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
 
პროგრამას „ეს საინტერესოა“ უძღვებიან „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები.
 
საზაფხულო სკოლაში 30 მოზარდი ორ ჯგუფად გადანაწილდა.
 
შეხვედრები გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, კვირის დღებში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის