USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გორში, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, 2 ახალი ქუჩა მოეწყობა
თარიღი:  
გორში, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, 2 ახალი ქუჩა მოეწყობა.
ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.
პროექტით გათვალისწინებულია 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობა, საფეხმავლოებითა და პანდუსებით.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარეგანათება.
კიდევ ერთი ახალი ქუჩა გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე მოეწყობა.
204 მეტრი გზის მშენებლობაზე 800 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება.
ახალი ქუჩების მოწყობის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროექტებს.
მერის მოადგილემ ბაქოს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა, სადაც უკვე ასფალტის საფრის დაგება მიმდინარეობს.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის