პირველად თანამედროვე ისტორიაში , საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასეთ მოკლე დროში ხელახლა განიხილა პროგნოზები, ჯერ კიდევ შემოდგომაზე, მათი პროგნოზით მოსალოდნელი იყო ,რომ მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს სამ პროცენტზე მეტად გაიზრდებოდა, ახლა კი პირიქით ეს არ იქნება ზრდა- იქნება კლება.
”ამჟამინდელი კრიზისი მართლაც პლანეტარული მასშტაბისაა, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს მისგან თავის დაღწევას.”- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა გიტა გოპინათმა (Gita Gopinath). ”პირველად დიდი დეპრესიის შემდეგ, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკა რეცესიის პირობებში აღმოჩნდება”.-დასძინა გოპინათმა
სამშაბათს მოხდა ახალი კრიზისის შედეგების პროგნოზის წარდგენა , რომელსაც უკვე სახელწოდება აქვს: დიდი კარანტინი (Great Lockdown).
წყარო: bbc.com
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.