USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება რუსული ინტერესების გამტარებელი
თარიღი:  681

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას უკავშირებს. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„საკმარისია ფოტო ავიღოთ შალიკოს ფანჩატურიდან, სადაც ოპოზიციის ცენტრში სხედან ნინო ბურჯანაძე და გრიგოლ ვაშაძე, არც მათთვის და არც არავისთვის არის დასამალი, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში. მათ მხარს უჭერს ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, მელია, ყველა. ეს ყოველთვის ასე იყო. მე წლების მანძილზე ვიძახდი - სააკაშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. იყო, არის და იქნება. ეს ჩანს ყველა მის ნაბიჯში. და შედეგი გვაქვს, აგერ, 30 კილომეტრში თბილისიდან რუსული ტანკები და ლულები დგას“, - განაცხადა რეჟისორმა.

მისივე თქმით, ამ ძალების პოლიტიკა ტყუილზეა აწყობილი და საზოგადოება ამას აუცილებლად დაინახავს.

„ამაში ექვსჯერ უკვე დავრწმუნდით და მეშვიდედ დავრწმუნდებით ოქტომბერში“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის