USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
გოჩა ჭელიძე - ნუ ვიქნებით რუსეთის ხათრიჯამი
თარიღი:  1412
მესტიის ყოფილი გამგებელი გოჩა ჭელიძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ალექსანდრე ბატონიშვილის რუსეთის იმპერატორისადმი პასუხს იხსენებს, როცა მას ეს უკანასკნელი შერიგებას თავაზობდა.
"თბილისი პოსტი" ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რუსეთის იმპერატორების მიერ 1801 წელს გამოცემული მანიფესტებით მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმებულად გამოცხადა, რუსეთის გუბერნიად გადაიქცა და შედეგად საქართველოს ტრადიციული ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახი მთლიანად ჩამოაშორა საკუთარი ქვეყნის მმართველობას.
ერეკლე მეფის მრავალრიცხოვანი ოჯახიდან მისი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი აღმოჩნდა ერთადერთი პიროვნება, რომლის ვერც რუსეთში სამუდამოდ გადასახლება, ვერც ლიკვიდაცია და ვერც შერიგება მოახდინა რუსეთის იმპერიამ. შერიგება კი სულ მცირე რუსეთში სამუდამო გადასახლებით, ან მისი ლიკვიდაციით უნდა დაესრულებინა იმპერიას.
აქ არაფერს მოვყვები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 40 წლის მანძილზე მუხლჩაუხრელად მებრძოლი ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ.
აქ მოგიყვებით ალექსანდრე ბატონიშვილის პასუხის შესახებ რუსეთის იმპერატორს და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის ქართული მხრიდან შუამავლობდა იოსებ ბებუთაშვილი, მეფის რუსეთის მხრიდან ღუდევიჩი;
მათ წინადადებაზე ალექსანდრე ბატონიშვილის პასუხი შემდეგი იყო:
"ამას რომ მწერ, ხათრიჯამი იყაო, მიენდე რუსთ ხელმწიფეს და ბედნიერი შეიქმნებიო, ეს არ იცი, მე მაგათი ხათრიჯამი არ გავხდები; წამიყვანენ თუ საქართველოში დამაყენებენ მე როგორ გერწმუნო; ეს ის ღუდოვიჩია, რომ ჩვენ მეფის ერეკლეს ამდენი ტყუილი სწერა და იმედი აძლია, რომ ბოლოს იმისი მიზეზით ვეღარც სწორედ შეება და ვეღარც შეურიგდა და მოვიდა მაჰმად-ხან და წაახდინა ქალაქი. და თუ ერეკლე მეფე არ დაინდო და ისე მაატყუა, მე როგორ ვირწმუნო რომ დამინდობდეს".
ნუ ვიქნებით მტრის ხათრიჯამი
მაინც არ დააფასებს!!!"
მიყევით ბმულს - გოჩა ჭელიძე
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის