USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
გლდანში ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა
თარიღი:  524
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყო ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე - 91 ხე და 200 ბუჩქი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 418 833 ლარი დაიხარჯა.
 
დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის