USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
გლდანის რაიონში ტურნირი "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2025" გაიმართა
თარიღი:  866
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა ტურნირი "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2025", რომელშიც რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.
 
 საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.
 
ტურნირი რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა.
 
პირველობა მოიპოვა გუნდმა ,,ნაზარემ“ , მეორე ადგილი - ,,ძუკუმ“, მესამე ადგილი კი დაიკავა გუნდმა ,,ვიკრუტასები".
 
ტურნირში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე - გიორგი ცერცვაძე; ტურნირის ბომბარდირი - გიორგი ზუნტუროვი ; საუკეთესო ფეხბურთელი - ბადრი გოგობერიშვილი.
 
ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მოადგილესთან ნანა ციმაკურიძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
 
მსგავსი სპორტული ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის