USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
გლდანის რაიონში, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოებიც ხორციელდება
дата:  404
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და სკამების განთავსებასთან ერთად, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოებიც ხორციელდება.
 
ახლდება და იღებება სკამები, იცვლება დაზიანებული საქანელები და ნაგვის ურნები, ასევე, საჭიროებისამებრ, საპარკე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, ჯამში, მსგავსი ტიპის სამუშაოები 43 მისამართზე განხორციელდა, 19 მისამართზე კი მიმდინარეობს.
 
ასევე, მოსახლეობის მოთხოვნით, ფანჩატურების მოწყობა ოთხ მისამართზე დასრულდა, 2 მისამართზე კი მიმდინარეობს. სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დამონტაჟდა 60 სკამი, ამ რიცხვს კიდევ 20 ცალი დაემატება.

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати