USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გლდანის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  496
გლდანის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება, მათ შორის, წითელ ხაზებში არსებულ შენობებს სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია უტარდებათ.
 
ამჯერად, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 9 მისამართზე დასრულდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 247 728 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ერთ მისამართზე.
 
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати