USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
გლდანის რაიონში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა
თარიღი:  638
გლდანის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა.
 
ღონისძიებას "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" უმასპინძლა და მასში 24 სკოლა ჩაერთო.
 
ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N 136 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი N173 სკოლა გახდა, ხოლო  N191 სკოლამ დაიკავა.
 
გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
 
ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავს მიზნად.
 
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლი ბესიკ კალაძე მოადგილეებთან, პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესა სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
 
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის