USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს
თარიღი:  729
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსში საერთო სარგებლობის ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც 59 000 ლარამდე დაიხარჯება. მსგავსი ტიპის სამუშაოები გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და N23 ბ კორპუსებშიც მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, სადარბაზოების დაზიანებული საერთო სარგებლობის აივანები ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება, ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია, იგება ფილები.
 
VI მიკრორაიონის N10 კორპუსში აღნიშნული სამუშაოების გარდა, გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების’’ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე კი სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რვავე სადარბაზოში 6 500 გრძივ მეტრზე ხორციელდება და 79 266 ლარი დაიხარჯება.
 
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის