USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თარიღი:  1426

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო,  მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

„ალბათ გახსოვთ, როდესაც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რებილიტაცია დავასრულეთ, უხვი ნალექის დროს, წყალი მთლიანად მოედინებოდა გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და ეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილზე შემსვლელ არცერთ ქუჩას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, ეს ნალექი კი, პირდაპირ ჩაედინებოდა ვეკუასა და ხიზანიშვილზე. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბოჭორიშვილის ქუჩა, ახლა კეცხოველის ქუჩა სრულდება. კიდევ არის რამდენიმე ქუჩა დარჩენილი, რომლსაც სჭირდება მოწესრიგება თავისი სანიაღვრე სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე გარე განათების ქსელი, ხოლო ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა. გარდა ამისა, დასრულებულია ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა და 5500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება.

ნიკო კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 197 000 ლარი დაიხარჯა.

ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნენ.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის