USD 2.7047
EUR 3.1310
RUB 3.4365
თბილისი
გლდანის რაიონში, მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსების მიმდებარედ, 8 000 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობა დაასრულდა
თარიღი:  250
გლდანის რაიონის გამგეობამ მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსების მიმდებარედ, 8 000 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობა დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯა.
 
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
 
„აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი, უმძიმესი მდგომარეობა. არ არსებობდა სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს დაესვენათ, ევარჯიშათ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვებისთვის რამდენიმე სივრცე, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, მოეწყო ველო და სასეირნო ბილიკები. მომავალ წელს, აქვე, ქვედა ტერიტორიაზე ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება, მოსაწესრიგებელი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
მსოფლიო
ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის