USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
Date:  492
გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. გლდანის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ამჯერად, მარატ ნოზაძის N19, N21, N21ა, N25, N27, N29ა და N29გ კორპუსების მიმდებარედ გზის საფარი ეწყობა. აღნიშნულ მისამართზე იყო გრუნტის გზა, რის გამოც შესაბამისი საგზაო სამუშაოები დაიგეგმა.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რის შემდეგაც ასფალტის საფარი, დაახლოებით, 3700 კვ.მ ფართობზე დაიგება. აღნიშნული პროექტისთვის 580 000 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
 
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way