USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა
Date:  477

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„გაზმომარაგება შეუწყდა გლდანულას კორპ. (იგივე გლდანის ხევი) # 1, 1ა, 10, 2, 2ა, 3, 3ა, 4, 5, 6, 6ა, 7, 7ა, 8, 8ა, 9, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 14, 14ა, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 23ა, 24, 26, 27, 28, 29, 30, 30ა, 31, 32, გლდანის VI მ/რ, კორპ. 18-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ბილდერ გრუპი”-ს, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 21-ის მიმდებარედ (იგივე კ. ლესელიძის ქ. 9) მდებარე შპს ,,ოქროს ხანა”-ს, გლდანის VI მ/რ, # 103-ე და # 110-ე ბაგა ბაღების შენობების მოსახლეობას, გლდანის VIII მ/რ-ში მდებარე ყველა საცხოვრებელი კორპუსების, თიანეთის გზატკ. ნაკვ. 11/092-ში მდებარე შპს ,,უკეთესი თბილისი”-ს, ხიზანიშვილის ქ. 93, 95-ში (ვეკუას ქ. 62), გლდანის VIII მ/რ, ნაკვ. 01/079-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხიზანიშვილის ქ. 67 (გლდანის VII და VIII მ/რ-ს შორის არსებული სავაჭრო ცენტრის შენობა) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აგრეთვე გულისაშვილის, გორკის, მიქატაძისა და ხერგიანის ქუჩების კვეთაზე, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას, ჯანჯღავას ქუჩისა და ჩიხების, მაისურაძის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ტიხონოვის, ჭავჭავაძის, წინამძღვრიშვილის, ხერგიანის, ვართაგავას, კანდელაკის, კობერიძის, მეგობრობის, მიდელაურის, მიქაუტაძის, რაზმაძის, საბაშვილის, ტაბიძის, ბარათაშვილის, გლდანის VIII მ/რ-ის მიმდებარედ (სოფ. გლდანი – პატარა ტბისა და შემოგარენის), თეთრი ტბის დასახლების, ხ. ბორჩალოელის, ნ. კალანდაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩებისა და თეიმურაზ ბატონიშვილის I შესახ-ის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: სამშობიარო სახლი და დედათა დახმარების სამეანო განყოფილება, სკოლა ,,კანდიდი“, საჯაროს სკოლა # 115, შპს ,,სოლარი”, შპს ,,ვორლინ ედუქეიშნ სერვისი”, სკოლა # 6, სკოლა # 59, შპს ,,ნიკე 2009”, შპს ,,ხორც პროდუქტი # 1”, შპს ,,შავნაბადა”, შპს ,,საფეხბურთო კლუბი საბურთალო”, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო, შპს ,,ლეგი”, შპს ,,ნიკორა ტრეიდი”, ლოგოპედიური საბავშვო ბაღი, # 102-ე ბაგა-ბაღი, გლდანის VII და VIII მ/რ-ს შორის ი/მ ტიტე შენგელიას – ავტოსამრეცხაო, გლდანის V და VI მ/რ-ს შორის – შპს ,,ფრესკო , შოპინგ ცენტრს, შპს ,,ემ-პე დეველოპმენტს” – კარფური, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის I განყოფილებას, ქ. თბილისის საჯარო სკოლა #69-ს, ნიჟარაძის სახ. # 27 მუსიკალურ სკოლას, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე ბაგა-ბაღს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს VIII დაწესებულებას – გლდანის ციხე, შპს ,,თორი ჯორჯიას”, შპს ,,ლევორს”, ფ/პ რუსუდან მურადაშვილს, შპს ,,სოლარი”-ს, შპს ,,გლდანს”, შპს ,,ვარდების რევოლუციის პარკს” გლდანის V მ/რ, კორპ. 12, გლდანის V მ/რ, კორპ. 12-ის მიმდებარედ (იგივე დავით ჯაბიძის ქ. 31) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, გლდანის V მ/რ, კორპ. 11-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ნოლა”-ს, გლდანის V მ/რ-ში კორპ. 5-ის მიმდებარედ შპს ,,ნიუ ჰორიზონტი”-ს, ასევე კორპ. 29-ის მიმდებარედ შპს ,,სხივი 2015”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გლდანის V მ/რ, კორპ. 24-ის მიმდებარედ, გლდანის V მ/რ, 140-ე ბაგა-ბაღის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს - გლდანის V მ/რ-ში მდებარე გლდანის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს, შპს ,,პურის სამყარო”-ს, სსიპ გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრს, ი/მ ომარ ფოლადიშვილს, სკოლა # 191-ს, გლდანის V მ/რ – თელასის მომიჯნავედ, ნაკვ. 13/59-ში მდებარე შპს ,,თემას”, შპს ,,ელფის”, გურამ მაისურაძის კომერციულ ობიექტს, ფ/პ ვაჟა მაისურაძეს, გლდანის III მ/რ-ში მდებარე კორპ. 11-ის მიმდებარედ (იგივე მემედ აბაშიძის ქ. 11, 11ა), კორპ. 14, 15, 15ა, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, მემედ აბაშიძის ქ. 9-ში (გლდანის III მ/რ – კორპ. 15-ის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,GBC"-ს, მემედ აბაშიძის ქ. 5, 5ა, გლდანის III მ/რ-ში მდებარე შპს ,,ზ.1”-ის, ვლადიმერ ნანეიშვილის ქ. 20-ში (იგივე გლდანის III მ/რ, კორპ. 17-ის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, გლდანის V მ/რ, კორპ. 11-ის მიმდებარედ (იგივე გრაფ შულენბურგის ქ. 2) მდებარე შპს ,,ენსი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – კეცხოველის, წყაროთუბნის, მემედ აბაშიძის, დავით ჯაბიძის ქუჩებზე, 191-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,მედჰაუსს”, შპს ,,თავთუხი 2019”-ს, ბაგა-ბაღი # 190-ს, სკოლა # 177-ს, ელენე ჯიხვაშვილის, შპს ,,უნივერსამი II”-ს, იოსებ კაჭარავას, გელა ბლუაშვილის გმირ კურსანტთა ქ. 1, 1ა, 22, გმირ კურსანტთა I შეს. 3, ქერჩის ქ. 22-ში (ყოფ. უშიშროების ს/ საცხოვრებელი) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მსოახლეობას, ასევე გმირ კურსანტთა ქუჩისა და შესახვევების, კაჭარავას ქუჩისა და შესახვევების, ჯანჯღავას ქუჩის, შესავევებისა და ჩიხების, სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ულიანოვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის) I შეს-ის, სოფ. გლდანის ტერიტორიაზე – სტალინის, ყაზბეგის, ხიდის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სათბურების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამარჯვების, აღმაშენებლის ქუჩისა და ჩიხების, თამარ მეფის, ჭავჭავაძის, გლდანის ხევის ტერიტორიას“,-აღნიშნულია „თბილისი-ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way