USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა
თარიღი:  518
გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა. გლდანულაში, N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან გლდანის გამგეობამ სკვერების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
 
გამგეობის მიერ სამუშაოები მუხიანში 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და სამუშაოებისთვის 555 091 ლარი დაიხარჯა. ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.
 
სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა. მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე.
 
გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის