USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა
дата:  406
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა. ამჟამად, გლდანის რაიონის გამგეობამ სამუშაოები ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში დაასრულა.
 
სკვერის მოწყობის სამუშაოები 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო გასართობი და დასასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 ლარი დაიხარჯა.
 
დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად დაათვალიერა.
Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати