USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N1 საცხოვრებელ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო
თარიღი:  
მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, გამგეობა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, 16 ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟს ახორციელებს. ამის შემდეგ საპარკინგე სივრცე მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.
 
 ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდებარედ N2 – N4 კორპუსთან არსებული დაზიანებული სკვერი სრულად რეაბილიტირდება.
 
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის