USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თარიღი:  
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
 ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მნიშვნელოვანი ნაწილი კი გამწვანებას დაეთმობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
 ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარი არის გათვალისწინებული.
 სკვერის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის