USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი მოეწყო
თარიღი:  1676

გლდანის მესამე მიკრორაიონში გლდანის რაიონის გამგეობამ პარკის მოწყობა დაასრულა. ახალი რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ. მ ფართობზე განთავსდა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული სივრცის სრული განახლება მოხდა. აქ იყო მძიმე მდგომარეობა, გაუბედურებული იყო ეს ტერიტორია და პროექტის ფარგლებში ხედავთ, როგორი ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. მინდა, გლდანის გამგეობას და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი. ხედავთ, ირგვლივ როგორი მჭიდროდ დასახლებული სივრცეა. ასეთი პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ. მაგალითად, მე-9 კორპუსის წინ არსებული ტერიტორია არის მოსაწესრიგებელი და ესეც მომავალი წლისთვის მთლიანად იქნება გაკეთებული და მთლიანობაში ერთი უდიდესი სივრცე გამოვა, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება გამოყოფილი სივრცე, სავარჯიშო, მოსასვენებელი ფანჩატურები, ახალი ხე-მცენარეებით, სარწყავი და განათების სისტემებით. მთავარი არის, რომ შექმნილია სასიამოვნო გარემო. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის დასრულება. ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და როდესაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, აქვე ვცხოვრობდი მამიდასთან და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს აღნიშნულ რაიონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 469 სხვადასხვა სახეობის ხე, 396 ბუჩქი და დაიგო ბალახი.

სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარამდე დაიხარჯა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესო კალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის