გლდანის გამგეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სხვა მოწვეული სტუმრებისთვის წინაასახალწლო მიღება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სამოტივაციო ლექცია ჩატარდა, რის შემდეგაც სტუმრებს აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
წინასაახალწლო მიღებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცა.