USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
გლდანის III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ადგილზე, რეკრეციული სივრცე ეწყობა
თარიღი:  204
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ გაგვეკეთებინა ლამაზი პარკი იმ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე უკანონო შემოღობვები იყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადგილობრივებს, თითოეულ ოჯახს, რადგან მათი თანამონაწილეობით განხორციელდება შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟი. ეს ტერიტორია სრულად იყო დაკავებული უკანონო შემოღობვებით. ამჟამად ის გასუფთავებული და მოწესრიგებულია. დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელშიც გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, სასეირნო ბილიკი; გარდა ამისა, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებები, გაკეთდება საპარკინგე არეალები. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, სამთვენახევარი დაჭირდება და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება სივრცე, სადაც დასვენების, ვარჯიშის და გართობის საშუალება ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვების დემონტაჟი, მოსახლეობისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით, გასულ წლის ბოლოს განხორციელდა.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი გამოიყოფა.
ადგილზე, მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, აგრეთვე, რაიონის მაჟორიტარები თბილისის საკრებულოში - ჯაბა კოღუა და მიხეილ რეხვიაშვილი იმყოფებოდნენ.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის